საუკეთესო რეცეპტები ეგზემის დროს, რომელიც განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა

საუკეთესო რეცეპტები ეგზემის დროს, რომელიც  განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა
განასხვავებენ ქრონიკულ და მწვავე ეგზემას. მწვავე ეგზემა - იწყება როგორც წესი კანის რომელიმე ნაწილის შეწითლებით, ყოველგვარი საზღვრის გარეშე, შემდეგ შეწითელებულ ვითარდება წვრილი კვანძები, რომლებიც გარდაიქმნებიან ქინძისთავისოდენა ბუშტუკებად, ბუშტკები სკდება და ყალიბდება სეროზული ან ჩირქოვანი ქერქი, მოქავების შემდეგ ბუშტუკის ადგილას რჩება მკვეთრი წითელი ფერის ზედაპირი, რომლიდანაც გადმოდის სითხე, თუ ეროზიული კერები ბევრია ისინი ერწყმიან ერთმანეთს და მოიცავენ დიდ ადგილას (სველი ეგზემა ) ანთებითი პროცესის ჩაცხრობის შემდეგ ტანი იბრუნებს ნორმალურ სახეს მაგრამ ყოველთვის შეიძლება ასე არ მოხდეს.

რეცეპტები:
  • ეგზემის დროს დაზიანებულ ადგილზე უსვამენ მალამოს: ოროვანდის მშრალი ფოთლები 20 გრ, გვირილას ყვავილი 20 გრ, იფანის ქერქი 20 გრ, წყალნაწყენის ბალახი 20 გრ, ნაკრები ხარშეთ 4 ჭ წყალში 25 წთ, შემდეგ დაუმატე 1 ს/კ. ნაღების კარაქი, 2 ჭ სელის ბრელოს ძლიერი ნახარში და კვლავ ადუღეთ მწებავი ნახარშის მიღებამდე, (უმჯობესია წყლის აბაზანაში ) ნახარში გაწურეთ და შეურიეთ თანაბარი რაოდენობის გლიცერინი, მალამოს აქვს კარგი ეფექტი, ამასთანავე სასურველია შინაგანად ოროვანდის ძირების ნახარშის ( 1ს/კ ძირები 1 ჭ მდუღარეზე, ადუღეთ 30 წთ, რის შემდეგ შეავსეთ წყლით პირვანდელ დონეზე ) მიიღება 1/3 ჭ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • გასუფთავებული კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, 100 გრ კარტოფილს დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი და შეურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ მარლაზე ისე რომ მისი სისქე უნდა იყოს არანაკლებ 1 სმ. დაადეთ დაზიანებულ ადგილზე, მოწმინდეთ მშრალი ტილოთი. პროცედურა კეთდება 1 - 2- ჯერ დღეში.

  • სხვადასხვა სახის ეგზემა კარგად იკურნება თუ დაზიანებულ ადგილს წაუსვამთ წვენს, რომელიც მიიღება გაზაფხულზე (მაისში) თელის კვირტებიდან 1 - 2 - ჯერ დღეში.

  • 50 - 100 მლ მცენარეული ზეთი შეურიეთ იმავე რაოდენობის სუფრის ძმარს, დაზიანებულ ადგილს წაუსვით ამ ნარევში დასველებული ბამბის ტამპონი 1 - 2- ჯერ დღეში.

  • დაზიანებულ კანზე დაადეთ სოლიდოლი, რამდენიმე დღეში კანი იკურნება ნეიროდერმიტისგან, ასეთივე მეთოდს იყენებენ ეგზემის და დერმატიტის სამკურნალოდ.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი