საუკეთესოზე საუკეთესო რეცეპტები ეგზემის სამკურნალოდ

საუკეთესოზე საუკეთესო რეცეპტები ეგზემის სამკურნალოდ
განასხვავებენ ქრონიკულ და მწვავე ეგზემას. მწვავე ეგზემა-იწყება როგორც წესი კანის რომელიმე ნაწილის შეწითლებით, ყოველგვარი საზღვრის გარეშე, შემდეგ შეწითლებულ ადგილას ვითარდება წვრილი კვანძები, რომლებიც გარდაიქმნებიან ქინძისთავისოდენა ბუშტუკებად, ბუშტუკები სკდება და ყალიბდება სეროზული ან ჩირქოვანი ქერქი, მოქავების შემდეგ ბუშტუკების ადგილას რჩება მკვეთრი წითელი ფერის ზედაპირი, რომლიდანაც გადმოდის სითხე, თუ ეროზიული კერები ბევრია ისინი ერწყმიან ერთმანეთს და მოიცავენ დიდ ადგილს (სველი ეგზემა) ანთებითი პროცესის ჩაცხრობის შემდეგ ტანი იბრუნებს ნორმალურ სახეს მაგრამ ყოველთვის შეიძლება ასე არ მოხდეს. უფრო ხშირად დაზიანების ადგილას კვლავ ჩნდება ბუშტუკები და ქერქი ახალ ადგილსაც მოიცავენ. ქრონიკული ეგზემა - როგორც წესი გრძელდება მრავალი თვე ან წელი, დაავადებას აქვს მორეციდივე მიმიდინარეობა, გამწვავების შემთხვევაში კანის ცვლილება ისეთივეა როგორც მწვავე ეგზემის დროს.

რეცეპტები:
  • არყის ხის ტოტები და ფოთლები წყალში ჩაყარეთ და წამოადუღეთ ნახარში არ გაწუროთ, ისე მოათავსეთ მასში ხელები 20 - 30 წთ. ნახარში უნდა იყოს იმდენად ცხელი, რომ ხელი უძლებდეს. პროცედურის შემდეგ არ ჩამოიბანოთ, ზედ შეშრეს. პროცედურა მეორდება 2 - 3 -ჯერ.

  • ბაბუაწვერა მუდმივად გამოიყენება სალათებში და კერძებში, ბაბუაწვერას (მთლიანი მცენარე ) ფხვნილი, სანელებლის სახით.

  • ეგზემის დროს რეკომენდებულია ოროვანდის ძირების ნახარში 1 ს/კ 4 -ჯერ დღეში ჭამამდე (15 გრ ძირებს დაასხით 1 ჭ წყალი, ადუღეთ 20 წთ ნელ ცეცხლზე, დააყენეთ, გაწურეთ). ამასთან ერთად საჭიროა გარეგანად წასასმელად: 4 - 5 ს/კ ოროვანდის დაფქული ძირები 1 სათლ წყალზე. ადუღეთ 15- 20 წთ ადუღების შემდეგ. გააგრილეთ 36 - 38 გრადუსამდე ნახარშში უნდა დასველდეს ზეწარი, გაწურეთ და შემოახვიეთ ავადმყოფს ისე რომ მთელ სხეულს უფარავდეს. ზემოდან შემოახვიეთ მშრალი ზეწარი და მშრალი პლედი ისიც კარგად დაამაგრეთ ქინძისთავებით, ასე დატოვეთ ავადმყოფი 1 სთ, თუ მას ჩაეძინა ნუ გააღვიძებთ, ზეწარი მოიხსნება გაღვიძების შემდეგ. პროცედურა კეთდება დღე - ღამეში 1 - ჯერ, ღამით, მეორდება მანამ სანამ სხეულზე სანაციის ( გასუფთავების) პერიოდში არ დარჩება მსუბუქი გამონაყარი 1 - 2- დღეში გამონაყარი გაქრება. მკურნალობის კურსი როგორც წესი 3 კვირა გრძელდება. 6 დღის შემდეგ შესვენებით.

  • ეგზემის დროს რეკომენდებულია დანაყილი ძახველის ქერქი ან ნაყოფის ნახევევის გაკეთება საღამოობით.

  • მარწყვის ახალი წვენი სასარგებლოა ეგზემის და წვრილი იარების სამკურნალოდ. დაზიანებულ ადგილზე ედება დაჭყლეტილი მარწყვი რომელიც წასმულია ქსოვილზე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი