უებარი ხალხური საშუალება, რომელიც ეფექტურად კურნავს ბუასილს!

უებარი ხალხური საშუალება, რომელიც ეფექტურად კურნავს ბუასილს!
ბუასილი - სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის კავერნოზული ვენების გაგანიერებაა. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ვენური კვანძებიდან სისხლის დენას, ანთებით პროცესს და ჩაჭედვას სწორ ნაწლავში. ბუასილის განვითარებას ხელს უწყობს შეკრულობა, ცხოვრების მჯდომარე წესი.
არსებობს შიგნითა და გარეთა ბუასილი. ძირითადი სიმპტომია ტკივილი დეფიკაციის დროს, წვა და ქავილი ანუსის მიდამოში, სისხლიანი განავალი.
FPAPARAZZI - ის რედაქცია უებარ სამკურნალო საშუალებას გთავაზობთ ბუასილის სამკურნალოდ:

დაგჭირდებათ:
  • კრაზანა - 15 გრ
  • ფშნის ეკალი - 15 გრ
  • ბოსტნის წალიკა - 15 გრ
  • მრავალძარღვას ფოთლები - 15 გრ
  • ბერულა - 10 გრ
  • ხეჭრელის ქერქი - 10 გრ
  • შვიტა - 10 გრ
  • გვირილის ყვავილი - 10 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
ეს ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, ამ ნარევის 2 ს/კ დაასხით 1 ჭიქა მდუღარე. გააცივეთ, გაწურეთ. ბუასილის დროს - 3 - ჯერ მიიღეთ ერთი მესამედი ჭიქა გამონაცემი.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი