ტირიფის ჩაი მალარიის წინააღმდეგ

ტირიფის ჩაი მალარიის წინააღმდეგ
მალარია — მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები. მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი — პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის კოღოს — ანოფელესს.
მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს და გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მზარდი მიგრაციის ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნისათვის ხდება პრობლემა.

ტირიფის ჩაი მალარიის წინააღმდეგ:

მომზადება:
დააქუცმაცეთ ტირიფის ქერქი, მოამზადეთ ნაყენი და დალიეთ რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც ჩაი, უზმოზე. ამ მიზნით აიღეთ ერთი მწიკვი ქერქი, დაასხით ერთნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ წყლის მოცულობა ერთ ჩაის ჭიქამდე შემცირდება. რადგან ეს ჩაი მწარეა, დაუმატეთ თაფლი. მალარიის ძლიერი შეტევების დროს ჩაის მიღების პარალელურად ზეწრის ქვეშ მოათავსეთ ტირიფის ფოთლები და დაწექით.

მალარიის დროს მკურნალობა შეიძლება მზესუმზირის ფესვებით:
აიღეთ 200 გრ მზესუმზირის ფესვი და 1 ლ წყალი. ადუღეთ 20 წთ - ის განმავლობაში, ორი საათის შემდეგ გაწურეთ საცერში. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა