როგორ უნდა ვუმკურნალოთ მალარიას ხალხური საშუალებებით ( ჭაობის ციებ - ცხელება ).

როგორ უნდა ვუმკურნალოთ მალარიას  ხალხური საშუალებებით  ( ჭაობის ციებ - ცხელება ).
მალარია - ეს ინფექციური დაავადებაა, რაც გამოიხატება განსაზღვრული დროის შუალედებსა და გარკვეულ საათებში ციებ - ცხელების შეტევების გამეორებით.
მალარიისგან განკურნება ხდება სამკურნალწამლო საშუალებებით ექიმის დანიშნულების მიხედვით. ადრეულ სტადიაზე დაავადება ადვილად იკურნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ ექიმს მკურნალობის კურსის გასავლელად.
საუკეთესო წამლად ითვლება მალარიის ყველა ფორმის განკურნებისთვის დიდი ხნიდან ცნობილი ქინაქინი ( ნივთიერება - მიღებული ქინაქინის ხის ქერქიდან ).

  • ხალხური საშუალებები მალარიის სამკურნალოდ ასეთია:

  • მდოგვი. ავიღოთ 1 სირჩა ღვინო, ჩ/კ-ის მეოთხედი მდოგვი და ერთი მწიკვი მარილი ( ყველა ერთ მიღებაზე ). ვსვათ ეს ნარევი 3-ჯერ დღეში ციებ-ცხელებისას.

  • ტირიფი. დარანდეტ ტირიფის ქერქი, აიღეთ 1 ჩ/კ , დაასხით ჭიქანახევარი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე არ დარჩება ერთი ჭიქა. შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი, ვინაიდან ნახარში მწარეა. სვით რამდენიმე დღის მიყოლებით დილაობით უზმოზე ჩაის მაგივრად, მალარიის ძლიერი შეტევების დროს, ნახარშის ხმარების გარდა, რეკომენდებულია თხელი ზეწრის ქვეშ მოათავსოთ ბევრი ტირიფის ფოთოლი და მასზე დაიძინოთ.

  • ოხრახუში ბაღის. აიღეთ 2,5 კგ ოხრახუშის მწვანილი ( ფესვების გარეშე ), გაატარეთ ხორცსაკეპში და გამოწურეთ წვენი. ამ წვენში ჩაასხით 150 მლ არაყი, აურიეთ. მიიღეთ 100 მლ დილით უზმოზე და მეორეჯერ ძილის წინ ასევე 100 მლ; მესამედ შესვით 100 მლ შემდეგ დილას , და შედეგიც არ დააყოვნებს.

  • შავი ბოლოკი. ნახევარი ჭიქა შავი ბოლოკის წვენი და ნახევარი ჭიქა არაყი აურიეთ ერთმანეთში. შესვით ეს 3 ჯერზე დღის განმავლობაში. მეორე დღეს დილით დალიეთ ერთბაშად 1 ჭიქა მითითებული ნარევი, დაგეწყებათ სიმწვანის ღებინება, რის შემდეგაც მალარია სავსებით გაგივლით.

  • ვარდკაჭაჭა. 1 ს/კ - 1 ჭიქა რძეზე, სვით დღის განმავლობაში 3 ჯერზე.

  • ასკილი. 2 ს/კ გამხმარი დაქუცმაცებული ფესვები დათუთქეთ 1 ჭიქა მდუღარე წყლით. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში მალარიის დროს.

  • აბზინდა. მოგლიჯეთ აბზინდის ერთი მუჭა ნორჩი ბალახი, ფარეცხეთ, ადუღეთ 5-7 წუთი 0,5 ლ წყალში, გააგრილეთ და გაწურეთ. როგორც კი შეტევა დაგეწყებათ, უნდა დალიოთ აბზინდის ამ მწარე ნაყენის ნახევარი ჭიქა. შეტევა ერთი - ორი წუთის შემდეგ შეგიჩერდებათ და შესაძლოა სამუდამოდაც.

    რჩევა
    მიიღეთ აბუსალათინის ზეთი 1-2 ს/კ ( მოზრდილთათვის ) შეტევის დროს. როცა მუცელში გაგხსნით, თქვენ დაგეძინებათ, ოფლი მოგივათ და დაავადება გაგივლით.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური