სუპერ რეცეპტი ანემიის სამკურნალოდ, სწრაფი გამოჯანმრთელება გარანტირებულია
სისხლის ერთ - ერთი ძირითადი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ფილტვებში შეთვისებული ჟანგბადი ორგანიზმის ყოველ უჯრედამდე მიიტანოს და იქიდან ფილტვებში დააბრუნოს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოშობილი ნახშირორჟანგი. ჟანგბადის გადატანა ხდება ერითროციტების მეშვეობით. ერითროციტი ანუ სისხლის წითელი ბურთულა მრგვალი ფორმის, ბრტყელი, უბირთვო უჯრედია. იგი გამოტანილია რკინის შემცველი წითელი ნივთიერებით, რომელსაც ჰემოგლობინი ეწოდება. ჰემოგლობინს უნარი აქვს შეიერთოს ჟანგბადი და შემდეგ გადასცეს იგი სხვადასხვა ქსოვილს.
ჯანმრთელი ადამიანის სისხლის ყოველი 1 მმ შეიცავს 4 - 5 მილიონ ერითროციტს. ჰემოგლობინის რაოდენობა სისხლში 14 - 16% შეადგენს. თუ ერითროციტების და ჰემოგლობინის რაოდენობა შემცირდა, ასეთ მდგომარეობას ანემია ეწოდება.
ბევრნაირი ანემია არსებობს, რომელიც სხვადასხვა მიზეზთან არის დაკავშირებული და სხვადასხვა მექანიზმით ვითარდება. ანემია ყოველთვის არის რომელიმე სხვა ძირითადი დაავადების გართულება, ამიტომ უპირველესი ამოცანაა ამ პირველადი დაავადების გამოცნობა, ხოლო მკურნალობა სჭირდება როგორც ძირითად დაავადებას, ისე ანემიას.
ანემიის სამკურნალოდ გთავაზობთ არაჩვეულებრივ ხალხურ რეცეპტს:
დაგჭირდებათ:
მომზადების და მიღების წესი:
ვაშლი წვრილად დაჭერით და შეურიეთ მუცლის ქონს. კარგად აურიეთ და დადგით ღუმელში დაბალ ცეცხლზე ასაორთქლებლად. სანამ ქონი ორთქლდება, კვერცხის გულები და შაქარი დასრისეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი შოკოლადი. როდესაც ქონი და ვაშლი კარგად გადნება, გამოიღეთ ღუმელიდან და დასრისეთ საცერში, ან დოლბანდში და დაუმატეთ კვერცხის, შაქრისა და შოკოლადის ნარევი, კვლავ კარგად აურიეთ. ნარევი უნდა გაცივდეს ოთახის ტემპერატურაზე. მიღებული პროდუქტი წაუსვით პურზე და მიიღეთ 3 -4 - ჯერ დღეში, ჭამის დროს. აუცილებლად დააყოლეთ ცხელი რძე. შედეგად ავადმყოფი განიკურნება სისხლნაკლებობისგან, შესამჩნევად მოიმატებს წონაში, მისი ზოგადი მდგომარეობა და გუნება- განწყობილება გაუმჯობესდება.

- ღორის უმარილო მუცლის ქონი - 400 გრ
- მწვანე ანტონოვკა ვაშლი - 6 ცალი
- კვერცხის გული - 12 ცალი
- შაქარი - 1 ჩ/ჭ
- შოკოლადი - 400 გრ