როგორ გავახაროთ კივი შინაურ პირობებში
თესვისთვის საუკეთესო პერიოდია მარტიდან მაისის ჩათვლით. აირჩიეთ მღაზიაში მწიფე კივი, ნაყოფი რბილი და დეფექტების გარეშე უნდა იყოს.
გარეცხეთ და დაჭერით რამდენიმე ნაწილად. დაჭყლიტეთ ფრთხილად რბილობი. მიღებული ფაფა ჩაასხით თბილი წლით სავსე ჭიქაში, მოურიეთ და ცოტა ხნით დააყენეთ.
გარეცხეთ მრავალჯერ, რბილობი მოსცილდება, თესლი კი ზედაპირზე დარჩება. დაყარეთ თესლები ხელსახოცზე, დატოვეთ 2-4 საათით. შეახვიეთ თესლები ბამბაში და დადევით ლამბაქზე. დაამატეთ ცოტა ცხელი წყალი, დააფარეთ ცელოფანი და დადგით თბილ მზიან ადგილას. ღამით ცელოფანი მოხსენით. დილით დაუმატეთ წყალი. 7-10 დღეში თესლი უნდა გაღვივდეს.
აიღეთ ყვავილის ქოთანი და ჩაყარეთ ცოტაოდენი კერამზიტი. უმჯობესია, მზა გრუნტი გამოიყენოთ, რომელიც ტროპიკული ლიანებისთვისაა განკუთვნილი. დადგით ორთქლის აბაზანაზე 2 საათით. 5-10 მმ სიღრმეში მოათავსეთ 2-3 თესლი, მოაყარეთ მიწა, დაასხით წყალი და კარგად დააფარეთ ცელოფანი. დადგით თბილ ადგილას. 3-6 დღეში პირველი აღმონაცენი გაჩნდება. მორწყით ზომიერად დამდგარი წყლით. ზამთარში საკმარისია თვეში 2-3-ჯერ მორწყვა. ვეგეტაციის პერიოდში (გაზაფხული-ზაფხული) მცენარეს მეტი წყალი სჭირდება, ამიტომ მორწყით კვირაში 2-ჯერ.
ნუ დაივიწყებთ მცენარის დაწიწკვნას, ერთმანეთს ხელი რომ არ შეუშალონ. ნაადრევ ეტაპზე საკმარისია, მიწიდან ამოაძროთ. მოგვიანებით, ასე არ გამოვა, რადგან კივის ფესვები სწრაფად ვითარდება. უმჯობესია, უსარგებლო ღეროები დაჭრათ. როცა მცენარე 10-12 სმ მიაღწევს, გადარგეთ ცალკე ქოთნებში, სხვაგვარად ვერ განვითარდება. კარგ პირობებში, კივი მე-3 ან მე-4 წელს იწყებს ნაყოფის გამოსხმას.