როგორ გავახაროთ ფორთოხლის ხე კურკისგან

როგორ გავახაროთ ფორთოხლის ხე კურკისგან
მაღაზიებში იყიდება ლიმონის, ფორთოხლის, მანდარინის ხეები ნაყოფით და დაუჯერებელია, რომ სახლის პირობებში შეიძლება მათ გაძლონ. თანაც, მათი ფასები საკმაოდ მაღალია. მაშ, რატომ არ უნდა ვცადოთ თავად ციტრუსის გახარება?

დაგჭირდებათ:

  • ფორთოხალი კურკით
  • მარლა
  • იოგურტის ჭიქა
  • მიწა
  • წყალი
  • ცელოფანი
  • ბევრი მზე


  1. მოაგროვეთ ფორთოხლის მსხვილი კურკები.
  2. დაასველეთ მარლა და შეახვიეთ მასში კურკები, ჩადეთ ჭიქაში და დააფარეთ ცელოფანი. ეს ერთგვარი სათბურია.
  3. დადგით თბილ და ნათელ ადგილას და შეამოწმეთ მარლის სინესტე დღეში 2-ჯერ. პირველი ფესვები 3-6 კვირაში გამოვა.
  4. როდესაც ფესვი 1 სმ მიაღწევს, შეგიძლიათ დარგოთ. მნიშნელოვანია, დარგვის სიღრმე სწორი იყოს - 1,5 სმ საკმარისია.
  5. მცენარეს შესხურება და მზე უყვარს. დადგით ყველაზე მზიან ადგილას.
  6. როდესაც 1-2 ფოთოლი ამოუვა, შეგიძლიათ ქოთანში გადარგოთ. ნახევარ წელიწადში ერთხელ შეცვალეთ ქოთნები უფრო დიდზე.
  7. ბუჩქი სწრაფად გაიზრდება. ნუ დაგავიწყდებათ მორწყვა, შესხურება და მზეზე დადგმა.
  8. მცენარემ გვერდულა ყლორტები რომ გამოისხას, უნდა მოაწიწკნოთ თავ~ი - 2-3 ფოთოლი. ნუ იჩქარებთ, აცადეთ, სანამ გაიზრდება. დროთა გგანმავლობაში საკუთარი, სახლის პირობებს მიჩვეული ხე გაიზრდება, რომელიც რამდენიმე წელიწადში ნაყოფს მოისხამს.