ულამაზესი პეტუნია, რომლის ბუჩქი ბურთივით ჰყვავის
როგორც წესი, დამწყები მებაღეები პეტუნიას ახალგაზრდა ნერგებს ყიდულობენ. სწორედ ამ ასაკშია საჭირო მცენარის პირველი დაწიწკვნა.
იმისათვის, რომ გვერდულა ყლორტები განვითარდეს, უნდა მოაჭრათ, ან მოაწიწკნოთ ყლორტის თავები. ყლორტის ცალკე ნაწილი 3-4 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, სხვაგვარად, თუ მხოლოდ ყლორტის თავს მოაცლით, ამ ადგილას ამოსული ახალი ყლორტები ქარის და უამინდობის დროს დაზიანდება.
რამდენჯერ უნდა ჩატარდეს სეზონის განმავლობაში ეს პროცედურა? დაწიწკვნა ხდება გვერდულა ყლორტების ზრდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ, როგორც კი ახალი ყლორტები 10-15 სმ აღწევს, დაწიწკვნა უნდა განმეორდეს.
გააკეთეთ ასე, სანამ ბუჩქი ლამაზად არ აყვავილდება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მუდმივი დამოკლების დროს, მცენარეს სასუქი ესაჭიროება. სხვაგვარად, ძალიან ცოტა ახალი ყლორტი გაიზრდება და ლამაზი ყვავილობა არ შედგება. მხოლოდ კარგი მოვლისა და მორწყვის პირობებში მიიღებთ სასურველ შედეგს.
მნიშვნელოვანი მომენტი: დროულად მოაცილეთ დამჭკნარი ყვავილები, რომლებსაც მცენარეებისგან დიდი ძალა მიაქვთ.