კლემატისებს რძე უყვართ: მარტივი ხრიკები ლამაზი ყვავილობისთვის

კლემატისებს რძე უყვართ: მარტივი ხრიკები ლამაზი ყვავილობისთვის
ლიანებმა დიდ ხანს და ლამაზად რომ იყვავილოს, მებაღეები ამ მარტივ ხრიკებს იყენებენ:

ორჯერადი კვება:

ზაფხულის განმავლობაში, კლემატისებს დიდი ოდენობით ყლორტები ეზრდებათ, შემდეგ ყვავილები, ამიტომ, კვება მათთვის მნიშვნელოვანია. სასუქის შეტანა საჭიროა თვეში ორჯერ, მცირე დოზებით. სასუქი აუცილებლად თხევადი უნდა იყოს.

პირველად, სასუქი მაისსში შეაქვთ, როდესაც ყლორტები იწყებს ზრდას. საუკეთესო სასუქი ამდროს გახლავთ ამიაკის სელიტრა (1 ს.კ. 10 ლიტრ წყალზე), ან ქათმის სკინტლი (1:15) 1 ვედრო მცენარეზე.
შემდეგ, ორგანულ სასუქს რიგრიგობით ანაცვლებენ. როდესაც კვირტები გაჩნდება - ჯერ მინერალურს აძლევენ, შედეგ - ორგანიკას.

წამყვანი სპეციალისტები კი კიდევ ერთ სასუქს გვთავაზობენ - კირის რძეს (200-300 გრ კირი 10 ლიტრ წყალზე). ეს ელექსირი კლემატისებს ძალიან უყვარს, მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ მჟავიან ნიადაგზე შეიძლება.

სასარგებლო დოპინგი


კლემატისები იშვიათად ავადდებიან და მათ მავნებლებიც არ აწუხებენ, ამიტომ აზრი არ აქვს მათ დამუშავებას ჰერბიციდებით და სხვა მომაკვდინებელი ქიმიკატებით.

ზრდის სტიმულატორები კი - სიამოვნებით. ამიტომ, გამოცდილი მეყვავილეები მათ ზაფხულში რამდენჯერმე ასხურებენ „ეპინ-ექსტრას“ ან „ცირკონს“ - რაც იცავს მცენარეს სტრესისგან, ეხმარება საგაზაფხულო სიცივეების გადატარაში და ყლორტების ზრდის აქტივაციას უწყობენ ხელს. შედეგად კი, კლემატისის ბუჩქი ზღაპრულად ჰყვავის.