მხოლოდ 20 წუთი დაგჭირდებათ, უბრალო მოხარშული კარტოფილი უგემრიელეს კერძად რომ აქციოთ!
გთავაზობთ მარტივ და მოხერხებულ კერძს, მათთვის, ვინც დროის დეფიციტს განიცდის მუდამ. ბეკონში გამომცხვარი კარტოფილი - ძალიან გემრიელი, მარტივი და ნოყიერი კერძია. აირჩიეთ საშუალო ზომის კარტოფილი, პიკანტურობისთვის მწვანილს შეგიძლიათ ცოტაოდენი ნიორი დაუმატოთ. ბეკონი თხლად უნდა იყოს დაჭრილი.
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- 1 კგ კარტოფილი
- 250 გრ ბეკონი
- რეჰანი გემოვნებით
- ოხრახუში გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- გათლილი კარტოფილი მოხარშედ სანახევროდ მარილიან წყალში (დაახლოებით 10 წთ). დაჭერით მწვანილი და ბეკონი.
- მოაყარეთ გაცივებულ კარტოფილს მწვანილი, მოურიეთ. ყოველ კარტოფილს შემოახვიეთ 2 ბეკონი, დაამაგრეთ კბილის ჩხირებით.
- მოათავსეთ ფოლგადაფენილ ფორმაში, მოაყარეთ პილპილი და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!