იდეალური რეცეპტი მათთვის, ვისაც უყვარს ახალი კარტოფილი და სურს კერძების სწრაფად და გემრიელად მომზადება ისწავლოს
თუ დაგისვამენ კითხვას, რას მიირთმევთ ყველაზე ხშირად, მიხვდებით რომ კარტოფილი თქვენს თითქმის ყველა მენიუშია მოხვედრილი. იმისათვის, რომ თქვენს მიერ მომზადებული კარტოფილის კერძები ერთმანეთს არ დაემსგავსოს, ახალ და ძალიან გემრიელ რეცეპტს გტავაზობთ კარტოფილისგან.
ყაბაყითა და ბეკონით მომზადებული კარტოფილი, უკრაინული სამზარეულოს სიამაყეა. ახლა სწორედ ამ რეცეპტს გიზიარებთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
ყაბაყითა და ბეკონით მომზადებული კარტოფილი, უკრაინული სამზარეულოს სიამაყეა. ახლა სწორედ ამ რეცეპტს გიზიარებთ.
საჭირო მასალა:
- ახალი კარტოფილი- 500გ
- ბეკონი- 200გ
- მცენრეული ზეთი- 2ს.კ
- მარილი- გემოვნებით
- ყაბაყი- 1-2 ცალი
- ნიორი- 3-4 კბილი
- ოხრახუში- 1 კონა
- დაფქული შავი წიწაკა- გემოვნებით
მომზადების წესი:
- ყაბაყი გარეცხეთ და გათალეთ. დაჭერით რგოლებად.
- დაჭრილი ყაბაყი ჩაყარეთ ჯამში და მოაყარეთ მარილი. დატოვეთ 20 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ყაბაყი თავისით გაუშვებს ზედმეტ წვენს.
- ახალი კარტოფილი გარეცხეთ, დაჭერით თხელ რგოლებად და მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში.
- ბეკონი თხლად დაჭერით.
- აიღეთ ღრმა საცხობი ფორმა და წაუსვით ცხიმი. პირველ ფენად დაალაგეთ ყაბაყი. შემდეგ ფენად მოაწყვეთ ძალიან თხელ ფირფიტებად დაჭრილი ნიორი, მესამე ფენად კი ბეკონი. ბოლო ფენა კარტოფილის იქნება. მოაყარეთ მარილი და სურვილის შემთხვევაში სუნელები.
- გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. გადააფარეთ კარტოფილს ფოლგა და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხსენით ფოლგა და თავღია დატოვეთ საცხობი ფორმა ღუმელში.
- ოხრახუში დაჭერით წვრილად და მორთეთ კერძი დაჭრილი მწვანილით.
გემრიელად მიირთვით.