მაქმანებიანი ბლინების საიდუმლო რეცეპტი
ბლინი გიყვართ? საკვების ესტეთიკურ მხარესაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ? მაშინ FPAPARAZZI-ის რეკომენდაციით მაქმანებიანი ბლინები მოამზადეთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- რძე (2,5 %) – 3 და ¼ ჭიქა
- კვერცხი- 2 ცალი
- ფქვილი- 500 გ
- შაქარი- 2 ს.კ
- მარილი- 1ჩ.კ
- მშრალი საფუარი- 10 გ
- მცენარეული ზეთი- 2 ს.კ
მომზადების წესი:
- ¼ ჭიქა რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ მწიკვი მარილი და ჩაის კოვზი შაქარი.
- დადგით თბილ ადგილას ამოსაფუებლად.
- ამასობაში გააკეთოთ ცომი- ფქვილს დაუმატეთ მარილი, შაქარი, კვერცხი, გამთბარი რძე და საფუარიანი რძე. თან გამუდმებით ურიეთ.
- როდესაც ერთგვაროვან მასას მიიღებთ, დაუმატეთ ზეთი და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.
- შემდეგ კი თავზე დაახურეთ და 2-3 საათით თბილ ადგილას დადგით ამოსაფუებლად.
- ამ ხნის განმავლობაში ცომი 3-4- ჯერ ამოვა, მაგრამ მოურიეთ და აცადეთ თავიდან ამოვიდეს.
- ტაფაზე დაასხით ცოტა მცენარეული ზეთი და დაიწყეთ ბლინების გამოცხობა.
- როდესაც ბლინის ცალი მხარე გამოცხვება, ამოაბრუნეთ და მეორე მხარეს აცხვეთ.
- ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ მურაბასთან, არაჟანთან და კენკრასთან ერთად.
გემრიელად მიირთვით.