ფილტვის ემფიზემას სამკურნალო ხალხური ეფექტური რეცეპტები
ფილტვების ემფიზემა – წარმოადგენს ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების ერთ – ერთ ყველაზე ხშირ ფორმას. ხასიათდება დისტალური ტერმინალური ბრონქიოლების ჰაეროვანი სივრცეების პათოლოგიური გაფართოებითა და ალვეოლური კედლების დესტრუქციული ცვლილებებით. ფილტვების ემფიზემა – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამოყოფენ მიზეზთა ორ ჯგუფს, რომლებიც იწვევენ ფილტვების ემფიზემის განვითარებას. პირველ ჯგუფს შეადგენენ ფაქტორები, რომლებიც არღვევენ ფილტვის სტრუქტურული ელემენტების ელასტიკურობასა და გამჭირვალობას: პათოლოგიური მიკროცირკულაცია, სურფაქტანტის ცვლილებები და სხვ. ამ ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიონ პირველადი დიფუზური ემფიზემა.
ხალხური რეცეპტები:
ხალხური რეცეპტები:
- აიღეთ ღვიის კენკრა -10 გრ, ბაბუაწვერას ფესვი - 10 გრ, არყის ხის ფოთოლი - 10 გრ. კომპონენტები კარგად აურიეთ და დაასხით 1 ჩ/ჭ ცხელი წყალი. დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წთ - ით, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ/ჭ 2 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 - 40 წუთით ადრე.
- ფილტვის პათოლოგიური გადიდების - ემფიზემის თავიდან ასაცილებლად დროულად უნდა უმკურნალოთ ფილტვის დაავადებებს, განსაკუთრებით ბრონქიტს და ბრონქულ ასთმას. ხოლო ემფიზემის მკურნალობა მიმართული უნდა იყოს მისი გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ.
- ძირტკბილას იყენებენ ფილტვის სხვადასხვა დაავადების დროს, მათ შორის, ემფიზემის დროსაც. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ და გააჩერეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 45 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და მდუღარე წყლით შეავსეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში. ნაყენი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში არაუმეტეს 2 დღე - ღამისა.
- ემფიზემის დროს ხველას ხშირად ახლავს სქელი, ბლანტი, ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა. მის შესამცირებლად მოამზადეთ შემდეგი საშუალება: აიღეთ დროზერა - 420 გრ, მრავალძარღვას ფოთოლი - 415 გრ, სამფერა იის ბალახი - 15 გრ, ბეგქონდარას ბაალხი - 10 გრ, ბერულას ბალახი - 10 გრ, ფიჭვის კვირტი - 20 გრ. 2 ს/კ ნაკრებს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში, მიიღეთ 50 მლ. 3 - 4- ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.