გაიგეთ თქვენი წნევა ტონომეტრის გარეშე. სწრაფად და ზუსტად!

გაიგეთ თქვენი წნევა ტონომეტრის გარეშე. სწრაფად და ზუსტად!
fpaparazzi-ს რედაქცია აქარწყლებს მითებს და მოგითხრობთ სიმართლეს არტერიული წნევის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ტონომეტრის გარეშე წნევის გაზომვა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ეს შეგიძლიათ თავად გააკეთოთ რთული მექანიზმებისა და ელექტრომოწყობილობების გარეშე. ამისათვის საჭიროა ადამიანის ორგანიზმის პრცესების ცოდნა, რომელსაც ნებისმიერი მოსწავლე იღებს სკოლაში.



როგორ გავიზომოთ წნევა



ამ შემთხვევაში ინტერნეტში პოპულარული ხრიკები არ გამოგადგებათ, ისინი მხოლოდ საიტის რეიტინგის ასაწევადაა შექმნილი. მაგალითად, ავრცელებენ ინფორმაციას სახაზავის მეშვეობით წნევის გაზომვის თაობაზე. ეს საკმაოდ საეჭვო ხერხია და არაზუსტი, მას მეცნიერულ წრეებში აკრიტიკებენ, ექიმები კი არ ენდობიან. მეთოდს ხალხურს უწოდებენ, იმაზეა გათვლილი, რომ მკითხველების ნდობა მოიპოვონ.



მოკლედ, შევუდგეთ საქმეს. ჩვენი გული - ერთგვარი უნიკალური მოწყობილობაა, რომელიც მუდამ იძლევა ჯანმთელობის პრობლემების მინიშნებებს. გულის რიტმი - მისი მუშაობის მთავარი მაჩვენებელია. ამგვარად, პულსის სიხშირის დათვლა ყველაზე ძველი და ნაცადი ხერხია არტერიალური წნევის გასაზომად.

როგორ იზომება პულსის სიხშირე

მიადეთ თითი მაჯის არტერიას. იგრძენით პულსის მოძრაობა. 30 წამის განმავლობაში დაითვალეთ რაოდენობა.



გაამრავლეთ მიღებული ციფრი 2-ზე და მიიღებთ გულისცემის რაოდენობას 1 წუთის განმავლობაში.



შევაფასოთ მიღებული ციფრები. თუ თქვენი მაჩვენებელი 60-დან 80-მდე დიაპაზონში იმყოფება, წნევა ნორმაშია. 60-ზე ნაკლები - დაბალი წნევის მაჩვენებელია, 90-ზე მეტი კი - მაღალი წნევის, ან ჰიპერტონიის.



გულისცემის სიხშირის შემცირება ასაკთან ერთად იცვლება. ეს ორგანიზმის ცვლილებებს უკავშირდება: მისი ბუნებრივი ცვეთა და ელასტიურობის დასუსტება განაპირობებს ამას.

საკუთარი ნორმის დასადგენად ეს ტაბულა გამოგადგებათ



რედაქციის რჩევა



გულისცემის დათვლისას, წინასწარ მიიღეთ მოხერხებული პოზა. დაასვენეთ ორგანიზმი ცოტა ხნით, თუ მანამდე ფიზიკურად დაიტვირთეთ. მოიყვანეთ მწყობრში ემოციური მდგომარეობა, ეს მნიშვნელოვანია ზუსტი შედეგების მისაღებად.

და რაც მთავარია, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. როგორც კი თავს ცუდად იგრძნობთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.