გარდენიის მოვლის საიდუმლოებები

გარდენიის მოვლის საიდუმლოებები
ადგილმდებარეობა და განათება

გარდენია ძალიან მომთხოვნი მცენარეა, რომელსაც სითბო, სინათლე და ჰაერის მაღალი ტენიანობა უყვარს. ყვავილი დიდხანს ადაპტირდება ახალ ადგილას და შეიძლება ყლორტებიც დაყაროს, თუ ფანჯრის რაფაზე ქოთანს უბრალოდ შეატრიალებთ. მთელი წლის მანძილზე მცენარეს დაფანტული და კაშკაშა განათება სჭირდება.

მორწყვა

კარგი მორწყვა რეკომენდებულია ვეგეტატიურ პერიოდში. შემოდგომასა და ზამთარში გარდენიას ზომიერად რწყავენ. ყვავილობის პერიოდამდე 4 თვით ადრე სიმშვიდის პერიოდი 4-6 კვირის განმავლობაში გრძელდება. არ შეიძლება ნიადაგის გამოშრობა და ზედმეტი ტენიანობაც. წყალი დაყენებული და თბილი უნდა იყოს. ხანდახან წყალში ლიმონს ამატებენ, 1 ლიტრ წყალზე რამდენიმე წვეთს.

ჰაერის ტენიანობა

ყლორტვისას გარდენიას ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება, ამიტომ მის გვერდით სველ ტორფს დგამენ და მოპკურებას იყენებენ. თუმცა, მოპკურება უნდა შეწყვიტოთ, როგორც კი ყლორტები გაიშლება: თ ყვავილის ფურცლებზე წყალი მოხვდება, გაჩნდება ლაქები.

ნიადაგი

გარდენიის ნიადაგი ფხვიერი და მჟავე უნდა იყოს. ამისათვის იყენებენ სუსტად მჟავე სუბსტრატს, რომელიც მიწისგან, ქვიშისგან და ტორფისგან შედგება. მცენარე თვეში 2-3-ჯერ მჟავე ხსნარით უნდა მოირწყას (1 ლიტრ წყალზე რამდენიმე წვეთ ლიმონის მჟავა).



სასუქი

ახალგაზრდა გარდენიას სასუქი თვეში 2-ჯერ სჭირდება. ერთმანეთს ანაცვლებენ მინერალურ და ორგანულ სასუქებს. ზრდასრულ გარდენიას კი სასუქი შემოდგომა-გაზაფხულის დროს კვირაშ ერთხელ სჭირდება, რომელიც კალციუმს შეიცავს.

სხვა

ყვავილობის შემდეგ ყლორტების მესამედზე ან სანახევროდ მოჭრა აუცილებელია. ვეგეტაციის პერიოდში ახალგაზრდა ყლორტების თავებს აწიწკნიან - გვერდითი ყლორტების ზრდის სტიმულაციისთვის.

მავნებლები

გარდენიას ხშირად ესხმის თავს ობობას ტკიპა. ამ დროს მას ინსექტიციდი უნდა მოაპკუროთ, ერთხელ - საკმარისია.