უებარი ხალხური საშუალება, რომელიც მთლიანად კურნავს ეგზემას
ეგზემა აღინიშნება ნებისმიერ ასაკში, კანის საფარველის ნებისმიერ უბანზე (ხშირად სახეზე და ზედა კიდურებზე). განასხვავებენ ჭეშმარიტ, მიკრობულ, სებორეულ და პროფესიონალურ ეგზემას. ჭეშმარიტი ეგზემა მიმდინარეობს მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად. მწვავე ეგზემა ხასიათდება მკაფიო შეშუპებული ერითემით მრავლობითი წვრილი ბუშტუკებით, რომელთა გახსნისას წარმოიქმნება წერტილოვანი ეროზიები უხვი სისველით, ქერქებისა და ქერცლების წარმოქმნით. სუბიექტრად აღინიშნება ქავილი.
ეს ხალხური რეცეპტები ნამდვილად გექცევათ წამლად:
ეს ხალხური რეცეპტები ნამდვილად გექცევათ წამლად:
- აიღეთ ოროვანდის ფესვი - 1 წილი, ბაბუაწვერას ფესვი - 1 წილი. 2 ს/კ ნარევი დააქუცმაცეთ, დაასხით 3 ჩ/ჭ წყალი, გააჩერეთ ღამის განმავლობაში. დილით აადუღეთ. გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
- ხელებზე სველი ეგზემის დროს წაისვით შემდეგი ნარევი: 10 გრ მუხის დაქუცმაცებულ ქერქს შეურიეთ 100 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი და დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე ნახევარი საათით. ამის შემდეგ შეავსეთ საწყის მოცულობამდე. დაუმატეთ 1 ჩ/კ პროპოლისის 30%, ან 40 % - იანი სპირტხსნარი.
- ბუშტუკოვანი ეგზემის დროს გაიკეთეთ არყის ხის კვირტის, ან ტირიფის ქერქის აბაზანები.
- კანის პრობლოემურ ადგილებზე დაიდეთ 1 სმ სისქის უმი კარტოფილის ნაჭერი.
- სველი ეგზემის დროს დაიდეთ კვერცხის გულში ამოვლებული კომბოსტოს უმი ფურცლები.
- აიღეთ ქრისტესისხლას ბალახი და ფესვები - 10 გრ, ბაბუაწვერას ბალახი და ფესვი - 10 გრ. ყველაფერი აურიეთ და დააქუცმაცეთ, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წუთით, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში, გაწურეთ და ჩაასხით საცობიან მინის ჭურჭელში. შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას. გამოიყენეთ ეგზემით დაზიანებულ უბნებზე წასასმელად.
- უმი ლობიო ოდნავ შეახმეთ და დააქუცმაცეთ ფხვნილის მიღებამდე. ეს ფხვნილი კარგი ხალხური საშუალებაა ეგზემის, წითელი ქარის დროს, ხშირად მთლიანად კურნავს დაავადებას.
- აიღეთ ცოცხანას ბალახი - 1 წილი, ოშოშას ბალახი - 1 წილი, სამფერა იის ბალახი - 1 წილი. 20 გრ ნარევს დაასხით 100 მლ მცენარეული ზეთი, გააჩერეთ 14 დღის განმავლობაში, შემდეგ მიიყვანეთ ადუღებამდე, გადადგით და გააცივეთ. მიღებული მალამო წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. მკურნალობა ხანგრძლივია, მაგრამ შედეგიანი.