ყანაში მზესუმზირის ყვავილები დავკრიფე, ბინა ზღაპრულად რომ მომერთო. საოცარი გადაწყვეტაა!

ყანაში მზესუმზირის ყვავილები დავკრიფე, ბინა ზღაპრულად რომ მომერთო. საოცარი გადაწყვეტაა!
ამ უქმეებზე მეგობრებს ვსტუმრობდი ქალაქგარეთ. უკანა გზაზე მანქანა გავაჩერეთ მათ ნაკვეთთან, რომელზეც მზესუმზირა ხარობს. დიდხანს ვტკბებოდი მათი სილამაზით და მეგობრებმა ნება დამრთეს, სახლისთვის დამეკრფა. შემოქმედებითმა შთაგონებამ მიბიძგა, შემექმნა რაიმე კომპოზიცია სახლისა და ტერასისთვის.

მცენარეების კომპოზიცია


ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სადღესასწაულო დეკორის შესანიშნავ იდეებს მზესუმზირის ყვავილის გამოყენებით.

აი, როგორი კომპოზიცია გამომივიდა საბოლოო ჯამში. კონტრასტისთვის სხვა პატარა ყვავილებიც გამოვიყენე მზესუმზირასთან ერთად.
ეს ყვავილები ჩემს აგარაკზე ხარობს. ძალიან ლამაზია, არა?





რა ჯობია ახლად დაკრეფილ ყვავილებს! მზესუმზირის უზარმაზარი თაიგული უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურება და დიდ ხანს ახარებს თვალს.





მზესუმზირა სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. სწორედ ეს სჭირდებათ ახალდაქორწინებულებს და მათ ქორწილს მზესუმზირის ყვავილი დაამშვენებს.





მზესუმზირა გიგანტური კომპოზიციებისთვის და პატარა აქცენტების სახითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ, მოათავსეთ ბოთლში ან ჩამოკიდეთ სამზარეულოში.

ხანდახან ერთი ყვავილიც საკმარისია სილამაზის შესაქმნელად.






ეს კომპოზიცია კი მასშტაბურობით აოცებს.





პატარა მზესუმზირები და ერთი ტონის შუშის ვაზები - სხვა არაფერია საჭირო.





კიდევ რამდენიმე შესანიშნავი იდეა სადღესასწაულო გაფორმებისთვის.





ამ გადაწყვეტის ცქერისას, სურვილი გიჩნდება, თავი მოუყარ მთელ ოჯახს და აღნიშნო რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენა.





მზესუმზირისთვის ვაზის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ თიხის ან მეტალის ქოთნები





უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის. როგორ მინდა, აღმოვჩნდე იქ, სადაც ეს საოცრება შექმნეს. ეს გრანდიოზული სამუშაო აღგაფრთოვანებს სილამაზითა და უჩვეულობით.