ყველანაირი სახის არითმიას შეგიძლიათ ამ რეცეპტებით უმკურნალოთ.
ჯანმრთელი ადამიანის გული იკუმშება რითმულად, ე.ი. პულსური ტალღები მისდევენ ერთმანეთს დროის ერთნაირ შუალედში და აქვთ ერთნაირი სიმაღლე. ესაა გულის შეკუმშვების რითმი, არითმიას კი ჩვეულებრივ უწოდებენ გულის რითმის სხვადასხვა გადახრებს და დარღვევებს. რითმი შეიძლება დაირღვეს შემდეგ შემთხვევაში:
რეცეპტები:
- გულის გამტარი სისტემის მოშლისას;
- გულის მაინერვირებელ ნერვთა ნორმალური აგზნებადობის ცვლილებების დროს;
- წინაგულებისა და პარკუჭების კუნთოვან ქსოვილში დარღვევებისას.
რეცეპტები:
- გულის დაავადებების და არითმიების დროს მიიღება კუნელის ფოთლების და ყვავილების ნახარში: 1 ს/კ ნედლეულს დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დააყენეთ 30 წთ. სვით თითო ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, 2 - 3 კვირის განმავლობაში.
- ნერვულ ნიადაგზე განვითარებული გულის ფრიალისგან თავის დასაღწევად გახეხეთ 0,5 კგ ლიმონი, შეურიეთ 0,5 კგ თაფლი და 20 ცალი გარგარის კურკის დანაყილი გულები. მიიღეთ ჭამამდე, დილით და საღამოს, თითო სუფრის კოვზი.
- გულის არითმიის დროს მიიღეთ გულყვითელას (კალანდულას ) სპირტიანი ნაყენი (1:10) 20 - 20 წვეთი 3 - ჯერ დღეში.
ან გულყვითელას 2 ჩ.კ ყვავილს დაასხით 2 ჩ/ჯ მდუღარე წყალი, დააყენეთ თბილ ადგილას 2 სთ - ით, გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა ნაყენი 4 - ჯერ დღეში.
- გულისფრიალის შეტევების დროს გამოიყენება რუსული ღიღილოს ყვავილების ნაყენი: ჩ/კ ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, დააყენეთ 1 სთ - ით, გაწურეთ. სვით 1/3 ჭიქა 3 - 4 - ჯერ დღეში.
- შეურიეთ შავბალახას წვენი და არაყი 1:1 შეფარდებით , მიიღეთ თითო ჩ/კ 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ, გულის ფრიალის, ტაქიკარდიის, არითმიებისა და გულის ნევროზების დროს.
- შეიძლება შავბალახას თითო გრამი (დანის წვერით) ფხვნილის მიღებაც 3 -ჯერ დღეში.
- არითმიებისა და სკლეროზების დროს ხარშავენ ჭნავის (ცირცელის) ქერქს: 200 გრ ქერქი დააქუცმაცეთ, დაასხით 500 მლ წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 2 სთ - ის განმავლობაში. გაწურეთ და სვით 50 - 50 მლ. ჭამის წინ 3 - 4- ჯერ დღეში.