უგემრიელესი ხორციანი რულეტები იტალიურად

უგემრიელესი  ხორციანი რულეტები იტალიურად
იტალიური სამზარეულო მისი გემოს მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით სამართლიანადაა აღიარებული როგორც ერთ - ერთი საუკეთესო მსოფლიოში. კერძს, რომლის მომზადებასაც დღეს ჩვენი FPAPARAZZI- ის რედაქცია გასწავლით საკმაოდ დიდი პოპულარულობით გამოირჩევა თავის მშობლიურ, იტალიურ სამზარეულოში.

დაგვჭირდება:
  • ხბოს ხორცი - 250გრ,
  • ნიორი - 6 კბილი,
  • ყველი -200 გრ,
  • სალბი - 8 ღერო,
  • შებოლილი ხორცი -250 გრ,
  • ბადრიჯანი - 1 ცალი,
  • პამიდორი -700 გრ,
  • წვრილი - ხახვი - 100 გრ,
  • დაჭრილი ოხრახუში -2 ს/კ,
  • ზეთი - 6 ს/კ,
  • მარილი და დაფქვილი წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი:
ხბოს ხორცი და ყველი დაჭერით 8 ნაჭრად. ბადრიჯანი და ვიჩინა დაჭერით სიგრძეზე 8 თხელ ნაჭრებად. ხბოს ხორცი დაბეგვეთ. წაუსვით დანაყილი ნივრის ნორმის ნახევარი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ხორცის თითოეულ ნაჭერს დაადეთ ყველის ნაჭერი, 2 ღერო სალბი და გადაახვიეთ რულეტივით. რულეტები შეახვიეთ ჯერ შებოლილი ხორცის თხელ ნაჭერში, შემდეგ ბადრიჯანში. დაამაგრეთ ხის ჩხირებით. შეწვით რულეტები ზეთში ჯერ ტაფაზე, შემდეგ კი 5 წუთით შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ჩხირები მოაცილეთ. ტაფაზე, რომელზეც ხორცი შეწვით, მოხრაკეთ მრგვალად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ პამიდორი, დარჩენილი ნიორი, ძმარი. ადუღეთ 2 - 3 წუთი, გაუკეთეთ მარილი, ოხრახუში და დარჩენილი ზეთი. სუფრაზე გატანის წინ, სინზე დაასხით სოუსი, დააწყვეთ რულეტები და მორთეთ მწვანილით.