როგორ დავაღწიოთ თავი გავა-წელის ქრონიკულ რადიკულიტს ყველაზე მარტივი საშუალებებით!

როგორ დავაღწიოთ თავი  გავა-წელის  ქრონიკულ რადიკულიტს ყველაზე მარტივი საშუალებებით!
ეს დაავადება წარმოადგენს ერთ - ერთ ყველაზე გავრცელებულს: ნერვულ დაავადებებს შორის ის შეადგენს შემთხვევათა თითქმის 25 პროცენტს. უფრო ხშირად ამ დაავადებით ავადდებიან ფიზიკურად და არახესლაყრელ კლიმატურ პირობებში მომუშავე, საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანები.
გავა - წელის მიდამოს ქრონიკული რადიკულიტი გამოვლინდება პირველყოვლისა სხვადასხვა ინტენსივობის მქონე წელის ტკივილებით. ტკივილები შესაძლოა აღინიშნებოდეს როგორც წელის მიდამოში, ასევე საჯდომი ნერვის გასწვრივ. წელის მიდამოში ტკივილების დაწყება მიუთითებს იმაზე, რომ ხერხემალში ყველაფერი რიგზე არ არის. ტკივილები შეიძლება იყოს ყრუ, მჭიმავი, მჭრელი, მტეხავი ხასიათის და თითქმის ყველა შემთხვევაში ადამიანს უმოძრაოს ხდის. ზოგჯერ ეს ტკივილები ძლიერდება ხველის, ცემინების, გაჭინთვის დროს.

გარეგანი ხმარების საშუალებები გავა - წელის რადიკულიტის დროს:
  • მდოგვი გამოიყენება, როგორც ადგილობრივად გამაღიზიანებელი და განმარიდებელი საშუალება, მდოგვის ქაღალდისა და ფხვნილის სახით. მდოგვით შეიძლება მოვამზადოთ შემდეგი შემადგენლობა:
    მშრალი მდოგვი - 100 გრ, სუფრის მარილი - 200 გრ, ნავთი. შეურიეთ მარილი მდოგვში და დაუმატეთ ნავთი იმდენი, რომ მივიღოთ ფაფისებური მასა. ეს ფაფა შეაზილეთ მტკივან ადგილებში რადიკულიტისა და მიოზიტების დროს, 1 - 2 - ჯერ დღეში.

  • აიღეთ ორი პარკი წითელი მწარე წიწაკა, წვრილად დაჭერით და შეურიეთ 300 მლ ნიშადურის სპირტი. დააყენეთ 14 დღე ბნელ ადგილას, ყოველ დღე შეანჯღრიეთ. გამოიყენება, როგორც დასაზელი საშუალება რადიკულიტების, დამბლების, მიოზიტების დროს.

  • ლენცოფას ფოთლების ექსტრაქტი - დააყენეთ მზესუმზირას ზეთზე 4 - 5 დღე. გამოიყენება, როგორც დასაზელი საშუალება. ხასიათდება კარგი ტკივილგამაყუჩებელი თვისებით.

  • კანაფის თესლი - გამოიყენება შესაზელად წელის დაავადებების დროს.

  • 100 გრ ძმრის ესენციაში ჩაუშვით ორი კვერცხი. როცა ნაჭუჭი გაიხსნება, მოაშორეთ აპკი, გალესეთ კვერცხი 30 გრ კარაქთან და აურიეთ სითხეში. მიღებული მასა წაუსვით მტკივან ადგილას.

სტატიის ავტორი: მამა დავით ( გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი