სრულფასოვანი კერძი - უგემრიელესი კვერცხის კატლეტები
კვერცხი სრულფასოვანი საკვები პროდუქტია. ქათმის კვერცხი შეიცავს 12 % ცილას, 13 % ცხიმს, აგრეთვე ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ მინერალურ მარილებს - კალციუმს, ფოსფორს, რკინას, A და D ვიტამინებს და აგრეთვე სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.
კულინარიაში კვერცხს ფართო გამოყენება აქვს როგორც დამოუკიდებელი კერძების, ისე მეორე თავი კერძების, საუზმის, ცომეულის, ტკბილი კერძების და სხვ. დამზადებაში. გურმან და მეოჯახე დიასახლისებს გვინდა შევთავაზოთ უგემრიელესი კერძის რეცეპტი.
კვერცხის კატლეტი
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
მაგრად მოვხარშოთ კვერცხები, დავჭრათ წვრილად და ავურიოთ ორ ჩაის ჭიქა რძეში მოხარშული თავნაფქვი ბურღულის ცხელ ფაფაში და კვერცხი კარგად ავლესოთ, მოვაყაროთ მარილი, ცოტა შავი პილპილი, მივცეთ კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ დანაყილ ორცხობილაში და შევწვათ ერბოდასხმულ ტაფაზე.
ასევე მოვიქცეთ კვერცხის ფხვნილის ხმარების შემთხვევაშიც, მხოლოდ მოხარშული კვერცხის მაგიერ ფაფაში ავურევთ თბილ წყალში გახსნილ კვერცხის ფხვნილს.

- კვერცხი - 5 ცალი
- ან კვერცხის ფხვნილი - 100 გრ
- რძე - 2 ჩაის ჭიქა
- თავნაფქვი ბურღული - 100 გრ
- ერბო - 60 გრ
- ორცხობილა - 2 სუფრის კოვზი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით