შემწვარი გარეული იხვი სოკოთი

შემწვარი გარეული იხვი სოკოთი
გარეული ფრინველის ან ცხოველის ხორცი განსაკუთრებული გემოსი და სპეციფიკური არომატისაა, იგი ნოყიერი და მარგებელია, ამიტომ დასუსტებულ, სისხლნაკლულ ავადმყოფებს ექიმები ურჩევენ გარეული ფრინველის ხორცის მიღებას და აქვე შემოგთავაზებთ ერთ - ერთი უგემრიელესი კერძის რეცეპტს:

ინგრედიენტები:
  • გარეული იხვი -2 ცალი,
  • სოკო - 8 ცალი,
  • ერბო - 4 ს/კ,
  • შავი პილპილი - 0,5 ჩ/კ,
  • არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა,
  • ფქვილი - 1 ს/კ,
  • ქინძი - 1 - 2 ძირი,
  • მარილი და შაქარი -გემოვნების მიხედვით.

მომზადების წესი:
კარგად გაწმენდილი გარეული იხვი გავჭრათ შუაზე, მოვაყაროთ მარილი და დავდოთ წნეხის, ე.ი. რაიმე სიძიმის ქვეშ, ერთი - ორი საათის შემდეგ შევწვათ ცხელ ტაფაზე ერბოში.
ცალკე დავამზადოთ ქამა ან სხვა რომელიმე სოკო შემდეგნაირად: დავჭრათ ნედლი სოკო წვრილ ნაჭრებად და მოვხრაკოთ ერბოში. დავასხათ ერთნახევარი ჭიქა წყალი და ვხარშოთ წყლის ამოშრობამდე, ავურიოთ ერთმანეთში ფქვილი და არაჟანი, ვადუღოთ შესქელებამდე, ჩავაყაროთ ცოტა შაქარი, დანაყილი შავი პილპილი და მიღებული საწებელი მოვასხათ სოკოს. თეფშზე დავაწყოთ შემწვარი იხვის ნაჭრები, გვერდებზე მივუწყოთ სოკოსგან მომზადებული გარნირი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი