იდეალური იმიჯი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იდეალური იმიჯი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყოველ ადამიანს ჩაცმის თავისი სტილი აქვს. ზოგს არც ისე სახარბიელო, ზოგი თავს სპორტულ ტანსაცმელში გრძნობს კომფორტულად, ზოგი კი პურის საყიდლადაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გადის. გაოცდებით, მაგრამ ეს ყოველთვის თქვენს გემოვნებაზე არ არის დამოკიდებული, ვარსკვლავებიც იქონიებენ ამაზე გავლენას. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის იდელურ იმიჯებს.

ვერძი



ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ქეჟუალ სტილს ირჩევენ. ვერძები თავს კომფორტულად გრძნობენ საყვარელ ჯინსებში და მაისურში. არ უყვართ გაპრანჭვა, თუ ამას განსაკუთრებული შემთხვევა არ მოითხოვს.

კურო




კუროები არ მისდევენ მოდურ ტენდენციებს, მაგრამ ყოველთვის გემოვნებიანად იცვამენ. პრიორიტეტში საქმიანი სტილია, თუნდაც ჯინსები ჩაიცვან - ზემოთ პიჯაკს ან ბლუზას აირჩევენ.

ტყუპები




აი, ვის უყვარს აქსესუარები! ტყუპები იმიჯს აუცილებლად ასრულებენ მოდური ბეჭდებით, სამაჯურით ან ძეწკვით. კარგად ეხერხებათ თანამედროვე სტილის ფეხის აყოლა.

კირჩხიბი



კირჩხიბებს ქვედაბოლოები და კაბები უყვართ. შარვლებსა და ჯინსებს დიდად არ სწყალობენ, ამიტომ, სეზონის მიხედვით კაბებს არჩევენ.

ლომი



ლომები შანსს არ უშვებენ ხელიდან, სხვებზე უკეთ რომ გამოიყურებოდნენ. ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, მუდამ ბრენდულ ტასაცმელს ირჩევენ, უბრალოება ლომისთვის არ არის!

ქალწული



რა ბედნიერები იქნებოდნენ, ისეთ დროს რომ დაბადებულიყვნენ, როცა რეტრო სტილი იყო პოპულარული! 21 საუკუნეშიც კი ქალწული ფინ-აფ სტილის ტანსაცმელს ირჩევენ.

სასწორი




სასწორებს კლასიკურიც და ყოველდღიური სტილიც იზიდავთ. მათ გარდერობში სხვადასხვა ფასონის ტანსაცმელი მოიპოვება.

მორიელი




აი, ვის უყვარს ყურადღების მიპყრობა! ფასონით თუ არა, ფერით მაინც! მორიელი წითელს ანიჭებს უპირატესობას, თანაც თუ იმავე ფერის პომადას წაისვამს, შეუდარებელი ხდება!

მშვილდოსანი



მშვილდოსნებს სტილის განსაკუთრებული შეგრძნება აქვთ. ვერ იტანენ მიღებულ კანონებს, ამასთან, მუდამ მოდურად გამოიყურებიან. დიზაინერობა მათთვისაა გამოგონებული.

თხის რქა



თხის რქებიც მშვილდოსნების მსგავსად კარგი სტილით გამოირჩევიან, მუდამ ხაზს უსვამენ თავიანთ ინდივიდუალობას.

მერწყული




მერწყულებს შესანიშნავი გემოვნება აქვთ. იციან მოდური იმიჯის შექმნა იმისგან, რაც უკვე აქვთ. ნივთების კომბინირების ოსტატობის წყალობით, მუდამ შეუდარებლად გამოიყურებიან.

თევზები



რომანტიკული ბუნების მქონე თევზები ხშირად ირჩევენ პასტელურ ფერებს. ჰაეროვანი კაბები და ბლუზები - აი რა უხდება მათ. ასევე, თევზების გარდერობში სხვადასხვა სტილის ტანსაცმელიც მოიპოვება.