ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს საკუთარი სტილი გააჩნია

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს საკუთარი სტილი გააჩნია
გსურთ გაიგოთ, როგორი სტილი გიხდებათ თქვენ და ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებს? გაეცანით FPAPARAZZI-ს მიმოხილვას.

ვერძი
ვერძისთვის ყველაზე შესაფერისი სტილი - სპორტული სტილია, რომელშიც იგი თავს კომფორტულად გრძნობს და არ ზღუდავს მას მოძრაობაში. საყვარელი ფერები: წითელი, შავი, ყვითელი და ნარინჯისფერი.

კურო
კუროს უყვარს ძვირფასი, ხარისხიანი ნივთები. ამასთან, ფერთა შეხამება მკვეთრი არ უნდა იყოს. საყვარელი ფერები: ცისფერი, მწვანე, ვარდისფერი და კრემისფერი.

ტყუპები
ტყუპები casual სტილს ირჩევენ, ამასთან, სამოსი ყურადღებას უნდა იქცევდეს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ნატურალურ, მკვეთრი ფერის ქსოვილს ანიჭებენ უპირატესობას.

კირჩხიბი
კირჩხიბი რომანტიკოსია, და სამოსშიც ეს სტილი უყვართ. ქალი-კირჩხიბები ქალურობას ლამაზი აქსესუარებით უსვამენ ხაზს, მამაკაცები კი კომფორტულ სამოსს ირჩევენ.

ლომი
ლომები არტისტები არიან. სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ, წარმოიდგენენ, რომ სცენაზე დგანან. რა თქმა უნდა, გარეგნობაც უნდა შეესაბამებოდეს ამ როლს, ასე რომ, ისინი მოდურ, ძვირად ღირებულ და ხარისხიან სამოსს ანიჭებენ უპირატესობას.

ქალწული
ქალწულს კლასიკა უყვარს. მკაცრი, სუფთა და აკურატული - ასე გამოიყურება მისი გარდერობი. სისუფთავე და წესრიგი მათთვის უმთავრესია.

სასწორი
სასწორი გლამურულ სტილს ირჩევს. ბრჭყვიალები, ციმციმები, შიკი - აი, მისი სტილის ძირითადი დახასიათება. მაგრამ ამასთან, ვულგარულობის ნასახიც კი არაა სასწორის იერსახეში.

მორიელი
მორიელები, ისევე როგორც ყველაფერში, სამოსშიც ინდივიდუალურობას ანიჭებენ უპირატესობას. ისინი იოლად პოულობენ თავიანთ უნიკალურ სტილს, რომელიც მათ საერთო მასისგან გამოარჩევთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ეკლექტიკა უყვართ. როგორც ყველაფერში, აქაც საუკეთესოს ირჩევენ. მათ უნიკალური ნიჭი გააჩნიათ, შეუხამონ ერთმანეთს ერთი შეხედვით შეუხამებელი ნივთები.

თხის რქა
თხის რქა ელეგანტურია და კლასიკას ირჩევს. ის ტანსაცმელს იმდენად დიდ ყურადღებას არ აქცევს, მთავარია, ხარისხიანი იყოს.

მერწყული
მერწყულს ბოჰემური სტილი მოსწონს. ეს ელეგანტურია, ზომიერად მკვეთრი და რაც მთავარია - ექსკლუზიური.

თევზები

თავმდაბალი თევზები smart-casual სტილს ირჩევენ. ამას იმით ხსნიან, რომ ეს სტილი მოხერხებულია, პრაქტიკული და თითქმის ყველა სიტუაციაში გამოგადგება.