სილამაზის ჰოროსკოპი: სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნების გარეგნობის თავისებურებანი

სილამაზის ჰოროსკოპი: სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნების გარეგნობის თავისებურებანი
შესაძლოა, გაგჩენიათ კითხვა, როგორ შეიძლებოდა გამოიყურებოდნენ ზოდიაქოს ნიშნები, მათი განსახიერება რომ შეიძლებოდეს? ჩვენ მოვამზადეთ თავისებური ”პროფილები” დამახასიათებელი ნიშნებით გარეგნობაში, რომელიც ზოდიაქოს თითოეულ წევრს გააჩნია.

ვერძი


ვერძს გამოკვეთილი ნაკვთები და მუქი ფერის წარბები ახასიათებს. შშეიძლება ბავშვური სახე ჰქონდეს, მაგრამ გამჭოლი მზერა. ვინაიდან მარსის მფარველობის ქვეშაა, სახე ეფაკლება ცხელ ამინდში.

კურო

ქალი კუროების სიძლიერე გარეგნობაშიც გამოიხატება - სახის მსხვილი ნაკვთები შესანიშნავად ეხამება მათ ქალურობას. ძალიან ლამაზი ყელი აქვთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ კარგი პარფიუმი და მსუბუქი მაკიაჟი.

ტყუპები

ტყუპები მუდამ ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურებიან. ამ ნიშნის წარმომადგენლები უბრალოდ ანათებენ, მათი ცოცხალი მზერა კი აზარტსა და ცნობისმოყვარეობას გამოხატავს.

კირჩხიბი

კირჩხიბებს რბილი და ქალური ნაკვთები აქვთ, ასევე დიდი თვალები. კირჩხიბს მთვარე მართავს, ამიტომ, მათ ხშირად მრგვალი სახე აქვთ.

ლომი


ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ გოგონებს კატისებრი სახის ნაკვთები აქვთ. მათ მუდამ იდეალურად მოვლილი თმა აქვთ, თავაწეული და თავდაჯერებულები არიან.

ქალწული

ქალწულს ნაზი, აკურატული, თითქმის მინიატურული სახის ნაკვთები აქვს. ამ ნიშნის წარმომადგენლები კეთილშობილნი არიან და გამოირჩევიან ქალურობით და თავმდაბლობით.

სასწორი


სასწორებს განსაკუთრებული სიმეტრიული სახე აქვთ. მათ ენერგიას ვენერა მართავს, რაც სასწორების მოდისადმი სიყვარულში გამოიხატება. ის მუდამ არაჩვეულებრივად გამოიყურება.

მორიელი

მორიელი გამოირჩევა თავშეკავებულობითა და იდუმალებით. მათ იმიჯს ხშირად ამშვენებს smoky eyes და წითელი პომადა, რაც ჰარმონიულად ავსებს სტილს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ენერგიას ასხივებენ და მუდმივად მოძრაობაში არიან, ახასიათებთ ანთებული გამომეტყველება, ასევე, გრძელი და ფაფუკი თმა.

თხის რქა

თხის რქები კონსერვატიულები და სერიოზულები არიან, ირჩევენ მუქ და თავშეკავებულ მაკიაჟს. არ უყვართ გარისკვა, როცა საქმე სტილს ეხება.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს გულის ფორმის ოვალი აქვთ, გამოკვეთილი ყბით. არ ეშინიათ ექსპერიმენტების, თუნდაც საბოლოო ჯამში ძალიან უცნაურად გამოიყურებოდნენ.

თევზები

თევზებს საკმაოდ მსხვილი სახის ნაკვთები აქვთ და წყლიანი თვალები. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ მშვიდი ფერები - ზღვის, ნაცრისფერი და ლავანდისფერი.