მარტივი და გემრიელი ჭარხლის ფოთლის ხაჭაპური

მარტივი და გემრიელი  ჭარხლის ფოთლის  ხაჭაპური
ასეთი ხაჭაპური გავრცელებულია საქართველოს მთიანეთში და ცხინვალის რეგიონში. ეძახიან მხლოვანას ( ფლოხვანას ), ოსები - ჭახრაკინას. მარტივია და გემრიელი.
საჭიროა ჩვეულებრივი საფუვრიანი სახაჭაპურე ცომი, ყველი დ გარჩეული ჭარხლის ქორფა ფოთლები.

ინგრედეინტები:
  • საფუვრიანი ცომი - 4 საშუალო გუნდა
  • ჭყინტი ყველი - 800 გრ
  • ჭარხლის ფოთლები - 1 დიდი კონა
  • კარაქი

მომზადების წესი:
  1. ფოთლები კარგად გავრეცხოთ, შევაშროთ და უხეში ღეროები მოვაცილოთ. დავჭრათ წვრილად. ყველი გავხეხოთ, შევურიოთ ერთმანეთს ფოთლები და ყველი.

  2. აფუებული ცომი გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გულსართი, თავი მოვუკრათ, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან.

  3. შემდეგ წაუსვით კარაქი.

  4. ცხობისას რომ არ ამოიბურცოს, ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით.