აზერბაიჯანული ნაციონალური კერძი - კუტაბი!

აზერბაიჯანული ნაციონალური კერძი - კუტაბი!
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს მსუბუქი და გემრიელი აზერბაიჯანული კერძი, აუცილებლად მოგეწონებათ!
საჭირო მასალა:
  • ფქვილი 2 ჭიქა
  • მარილი
  • ზეთი 1 ს.კ
  • მდუღარე წყალი 1/2 ჭიქა
  • მწვანილი, სხვადასხვა სახის 400 გ (ოხრახუში, მწვანე ხახვი, ისპანახი და სხვ.)
  • რბილი ყველი 150 გ

მომზადების წესი:
  1. ფქვილს შევურიოთ მარილი, ზეთი, წყალი. ჯერ კოვზით გადავურიოთ, შემდეგ კი მოვზილოთ ცომი. დავასვენოთ 15-20 წუთი.
  2. მწვანილი დავჭრათ წვრილად, დავამატოთ გახეხილი ყველი და ავურიოთ.
  3. ცომი გავყოთ 4-5 ნაწილად. მოათავსეთ თითეულში გულსართი, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ კი კარაქი წაუსვით.

გემრიელად მიირთვით!