კლიმაქსის შენელება შესაძლებელია. მთავარია, პირველი ნიშნები გამოავლინოთ

კლიმაქსის შენელება შესაძლებელია. მთავარია, პირველი ნიშნები გამოავლინოთ
კლიმაქსის დადგომასთან ყოველ ქალს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. ზოგი მშვიდად აღიქვამს, ზოგს პანიკურად ეშინია და ფიქრობს, რომ ცხოვრება დასრულდა, რასაც ნერვული აშლილობა მოსდევს.



უდავოდ, კლიმაქსს ნაკლებად სასიამოვნო სიმპტომები ახლავს, მაგრამ მათი დროულად აღმოჩენის შემთხვევაში შეძლებთ კლიმაქსის გადავადებას და მიმდინარეობის შემსუბუქებას.



ორგანიზმში კლიმაქტიკური ცვლილებები რამდენიმე წელს გრძელდება და კონკრეტულ ფაზებად იყოფა: მენოპაუზის წინა პერიოდი, მენოპაუზა და პოსტმენოპაუზა.



კლიმაქსის დადგომა ინდივიდუალურია და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული: აბორტები, ორსულობის რაოდენობა, მავნე ჩვევები და ფსიქოლოგიური განწყობა. ნაადრევი კლიმაქსი 40 წლამდე დგება, გვინი - 55-ს მერე.


კლიმაქსის პირველი ნიშნები


  1. უძილობა, უსიამოვნო აზრების აკვიატება და გარკვეულ პრობლემებზე ჩაციკლვა.

  2. გახშირებული გულისცემა.



  3. კიდურების გაშეშება, დისკომფრტი გულმკერდის არეში. მიზეზი - სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

  4. შფოთვა, გაღიზიანება, ხასიათის ცვალებადობა.

  5. ლორწოს სიმშრალე: თვალების, პირის ღრუს, საშოს.



  6. სხეულის ტემპერატურის საგრძნობი რყევა.


თუ ეს სიმპტომები აღმოაჩინეთ, ეს გახლავთ ნიშანი, რომ საკვერცხეების ფუნქციები ნელდება და ჰორმონალური ცვლილებები გელით. სამწუხაროდ, ამ ეტაპების გავლის შემდეგ ქალის ორგანიზმი სწრაფად დაბერებას იწყებს.



ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ გინეკოლოგს, ის შეგირჩევთ ჩასახვისსაწინააღმდეგო შესაფერის პრეპარატებს, რათა დაორსულება გამოირიცხს და გირჩევთ ჰორმონალურ თერაპიას, სხეულის სათანადო ბალანსის დასაცავად.



ნუ შეშინდებით, ჰორმონალური თერაპია გამოცდილი მეთოდია. ორგანიზმი მიიღებს ესტორგენებს, ეს გააუმჯობესებს ჰორმონალურ ფონს და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.



არაჰორმონალური მცენარეული საშუალებები - ჰორმონალური თერაპიის შესანიშნავი ალტერნატივაა. მათ მიეკუთვნება ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ფიტოესტორგენებით, ვიტამინებთა და მინერალური კომპლექსით.



ნუ შეგეშინდებათ ექიმის მიმართვა, ამ პერიოდში უმჯობესია იყოთ სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ.

რედაქციის რჩევა

ფიტოესტორგენების დამატებითი წყაროს სახით შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ამ მცენარეული მინარევებით.

პარკოსნები: სოიო, სელის თესლი.
ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, სტაფილო, ბროწეული.
სასმელები: ლუდი, ბურბონი.