მცენარეული ნარევი, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია კლიმაქსის სამკურნალოდ!

მცენარეული ნარევი, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია კლიმაქსის სამკურნალოდ!
კლიმაქსი ბევრი ქალის პრობლემა ხდება. მისი მიმდინარეობა გარკვეული დროის განმავლობაში დიდ დისკომფორტს ქმნის. კლიმაქსის მკურნალობის კურსი ხანგრძლივი და ზოგჯერ ინდივიდუალურად ნაკლებად შედეგიანია. დამოკიდებულია ქალის წლოვანებაზე, ჰორმონებსა და ენდოკრინულ დაავადებებზე. სამკურნალოდ ქიმიურ პრეპარატებთან ერთად ხშირად მიმართავენ მცენარეულ საშუალებებსაც, მათი მიღება ახანგრძლივებს და აძლიერებს ამა თუ იმ პრეპარატის მოქმედებას და უფრო მეტადაც შედეგიანია.

ერთ - ერთი სამკურნალო რეცეპეტი ასეთია:

ინგრედიენტები:
  • ბალბა - 10 გრ
  • ქაფუნა - 15 გრ
  • ანისული - 15 გრ
  • სამფეროვანი ია - 15 გრ
  • ფშნის ეკალი (ძირი) - 15 გრ
  • ძირტკბილას ძირი - 15 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
1 სუფრის კოვზ კარგად არეულ ნარევს უმატებენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 30 წუთს. იღებენ დღეში 2 ჭიქა ნაყენს მცირე ყლუპებად კლიმაქსის დროს.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი