უმკურნალეთ ეფექტურად მიომას, ფიბრომას და ფიბრომიომას

უმკურნალეთ ეფექტურად მიომას, ფიბრომას და ფიბრომიომას
ფიბრომა და ფიბრომიომა მიეკუთვნება კეთილთვისებიან სიმსივნეებს ისინი წარმოადგენენ კვანძოვან სიმსივნეს, გარშემო ქსოვილებისგან კარგად შემოსაზღვრულის. მრავლობითი კვანძების განვითარების შემთხვევაში ლაპარაკია ფიბრომოტოზზე. ფიბრომის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება ხშირი აბორტები, დაზიანებები, ჭრილობები, ქიმიური კონტრაცეპტივები და სხვა. სიმსივნე იზრდება ნელა, ჩივილებს განსაზღვრავს სიმსივნის ლოკალიზაცია. ხშირად ავადმყოფს აწუხებს თეთრი წყლიანი გამონადენი, იშვიათად სისხლიანი. შეიძლება გაჩნდეს ტკივილი საშვილოსნოში, რომელიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება. ტკივილი უმეტესად ლოკალიზდება მუცლის ქვედა არეში, მოჭერითი ხასიათისაა. ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, აქვთ ხშირი შარდვა.

რეცეპტები:
  • საშვილოსნოს ფიბრომიომის დროს, ემალირებულ ჯამში რომელიც მოთავსებულია წყლიან აბაზანაში, გაადნეთ 100 გრ ფიჭვის კანიფოლი, მუდმივად ურიეთ, მას იყენებენ ვიოლინოს ხემის დასამუშავებლად ( შეიძლება შეიძინოთ მაღაზიაში, უნდა იყოს მუქი ფერის ) შემდეფ დაუმატეთ 20 გრ ფუტკრის ცვილი, გადნობის შემდეგ დაუმატეთ 20 გრ მზესუმზირის არარაფინირებული ზეთი სელის ქსოვილზე 10 - 15 სმ ზომის (შეიძლება იყოს ბიაზიც ) წაუსვით მალამო, მიიკარით მუცლის ქვედა არეში, წინასწარ გაიპარსეთ თმა, მომზადებული მალამო საკმარისია 4 -5 - პროცედურისთვის. საფენი ატარეთ მოუშორებლად (დღე და ღამე ) 2 - 3 დღე. მალამოს გაშრობამდე, შემდეგ შეცვალეთ საფენი, პირველო კურსისთვის საჭიროა 200 გრ კანიფოლი, 40 გრ ცვილი, 40 გრ ზეთი. გაცივებული მასა შეინახეთ ფინჯანით, საჭიროების შემთხვევაში გაალღვეთ. პირველი კურსის შემდეგ შეისვენეთ 10 - 15 დღე. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება ტკივილმა შეგაწუხოთ მუცლის ქვედა არეში. საჭიროა მოითმინოთ. შემდეგ ტკივილი გაივლის.

  • ორტილია ცალგვერდიანი ( არ აგერიოთ მსხალიჭაში) მსხალიჭების ოჯახი. ბალახის ნაყენი სასარგებლოა საშვილოსნოს მიომის, ფიბრომიომის, უშვილობის, ანთებითი ხასიათის გინეკოლოგიური დაავადებების, მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს. 50 გრ წვრილად დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 500მლ არაყი, დააყენეთ ბნელ ადგილას 2 კვირა. მიიღება 35 - 40 წვ 3 - ჯერ დღეში. ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. ნაყენი უმჯობესია დალიოთ რძესთან ერთად. შესვენება მკურნალობის კურსებს შორის 1 თვე.

  • კარტოფილის ყვავილებიდან მოამზადეთ ნაყენი: 1 ს/კ გამშრალ ( ან 2 ს/კ ახალ ) ყვავილებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ თბილ ადფილას 1 სთ გაწურეთ, მიიღება 1/3 ჭ 3 -ჯერ დღეში 1 თვის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი