აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ადრეულ სტადიაზე: 6 ნიშანი, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ

აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ადრეულ სტადიაზე: 6 ნიშანი, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ
საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, ისევე როგორც სიმსივნის ნებისმიერი სახეობა, ძალზედ საშიში და სახიფათო დაავადებაა. მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამ დაავადების ადრეული სიმპტომების, ნიშნების ცოდნა, რათა დროულად შევძლოთ პრობლემის დიაგნოსტიკა და დავიწყოთ მკურნალობა ადრეულ სტადიაზე.




ექიმების მტკიცებით, ნებისმიერი სახის სიმსივნის განკურნება შესაძლებელია, თუ დროულად შევძლებთ მის აღმოჩენას და მივმართავთ სპეციალისტს დახმარებისთვის.




საშვილოსნოს ყელის სიმსივნის 6 ადრეული ნიშანი

1. პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა
ვაგინალური სისხლდენა მენსტრუაციული ციკლის ფარგლებს გარეთ, სქესობრივი აქტის დროს ან მენოპაუზის შემდეგ - სერიოზული მიზეზი იმისა, რომ მიმართოთ ექიმს დაუყონებლივ და გამოიკვლიოთ საკუთარი თავი. ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული პრობლემა, დიდი ალბათობით, საშვილოსნოს ყელის სიმსივნეს უკავშირდება.

2. უჩვეულო გამონადენი
საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ერთ-ერთ ადრეულ სიმპტომად ითვლება თეთრი სისხლნარევი გამონადენი. თუ თქვენ ეს მოვლენა რეგულარულად გახსენებთ თავს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

3. ქრონიკული ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
რეგულარულად ტკივილის განცდა წელის არეში და მუცლის ქვედა ნაწილში, შეიძლება უამრავი დაავადების შედეგად იყოს განპირობებული. თავის დაზღვევის მიზნით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს დროულად და გამოიკვლიეთ საკუთარი თავი. არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ეს სიმპტომი!

4. გართულებული შარდვა
სიმსივნური წამონაზარდი განაპირობებს შარდსაწვეთის შეკუმშვას, რის გამოც გვექმნება შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები. სწორედ ამიტომ, გართულებული შარდვა საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ერთ-ერთ ადრეულ სიმპტომად ითვლება.

5. ფეხების შეშუპება და ტკივილი
ლიმფური კვანძების შეკუმშვას მივყავართ ქვედა კიდურებში სითხის შეკავებამდე, რაც იწვევს მათ შეშუპებას. სიმსივნური წამონაზარდის გავრცელება მენჯის ლიმფურ კვანძებზე განაპირობებს ტკივილის განცდას ბარძაყებისა და გავის ძვლის არეში.

6. წონის აუხსნელი კლება
ციტოკინები, რომელთაც ორგანიზმი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველდ გამოიმუშავებს, შლის ცხიმოვან ფენებს, რაც წონის კლებას განაპირობებს.

არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ეს 6 სიმპტომი და ერთ-ერთი მათგანის არსებობის შემთხვევაშიც კი, დროულად მიმართეთ ექიმს, გამოიკვლიეთ თავი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.