სისხლის გათხევადება ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებით
პირველი, რაც უნდა გაკეთდეს - ესაა იმ პროდუქტების მოხმარების შეზღუდვა, რომლებიც ზრდიან სისხლის შედედების უნარს. მათ მიეკუთვნება: წიწიბურა, ყველა პარკოსანი, სოიოს პროდუქტები, ცხიმიანი ხორცი (განსაკუთრებით ცხვრის), ჭარხლის, წითელი თავხვეულა კომბოსტო, თეთრი და ყვავილოვანი კომბოსტო, პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ბოლოკი, თალგამი, წიწმატი, კამა, ბანანი, წითელი და შავი ჭნავი ( ცირცელი), ყვავტყემალა, ძახველი, შინდი, თუთა.
- სისხლის გათხევადებას ხელს უწყობს სალიცილის და ლიმონის მჟავას ნატურალური მარილები. ისინი შედიან ჟოლოს, მაყვლის, მოცვის, ლეღვის, ლიმონის, შტოშის, ფორთოხლის, გრეიფრუტის, წითელი მოცვის, გარგარის, ქლიავის, ალუბლის, ყურძნის შემადგენლობაში.
- სისხლის გათხიერებისა და გულის კუნთის კვების გაუმჯობესებისათვის ერთი თვის განმავლობაში სვით სამკურნალო მცენარეთა ნაყენი ( თუ თქვენ არ გაქვთ ალერგია ან თირკმლის მძიმე დაავადება): შეურიეთ ერთმანეთს თითო სუფრის კოვზი კუნელის და ასკილის ნაყოფი, ტყის მარწყვის მთელი მცენარე, ძიძოს ბალახი, გულყვითელას და წითელი სამყურას ყვავილები, შავი მოცხარის ფოთლები. დაასხით 2 ჭიქა მდუღარე 2 ს/კ გამხმარ, დაქუცმაცებულ ნაკრებს, დადგით წყლის აბაზანაზე 15 წუთი ისე, რომ არ დაუშვათ ადუღება, შემდეგ დააყენეთ 40 წუთი, გაწურეთ. ოდნავ დაატკბეთ თაფლით და მიიღეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 4- ჯერ დღეში.
- სისხლის გასათხიერებლად გამოიყენება წნორის ქერქის ან ყლორტის ნაყენი: 1 ს/კ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დადგით ნელ ცეცხლზე 5 - 7 წუთი, დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ და მიიღეთ ორ - ორი სუფრის კოვზი 2 - 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ყვითელი ძიძოს ბალახი, გულყვითელას (კალანდულას) და წითელი სამყურას ყვავილები, კუნელის და ასკილის ნაყოფი, ტყის მარწყვის მთელი მცენარე. გამხმარი, დაქუცმაცებული ნარევის 2 ს/კ - ს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით წყლის აბაზანაზე 10 წუთი, დააყენეთ თბილ ადგილას 1 საათი, გაწურეთ. ეს ნაკრები უკუნაჩვენებია თირკმლის მძიმე დაავადებების დროს.