სისხლის გაწმენდა თვითონვე შეგვიძლია სახლის პირობებში.
სისხლის გაწმენდა თვითონვე შეგვიძლია, თუკი ამის სურვილი და მოთმინება გვექნება. FPAPARAZZI რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რეცეპტს:
მეცნიერთა აზრით, სისხლის გამწმენდ უებარ საშუალებებად მიიჩნევა წითელი პროდუქტები: ალუბალი, მაყვალი, ყურძენი, შტოში, ჭარხალი. განსაკუთრებით კარგია შტოშის წვენი. გთავაზობთ რეცეპტს:
პირველ კვირას მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ თაფლდამატებული შტოშის წვენი 3-ჯერ დღეში, შემდეგ კვირას 0,5 ჩ/ჭ 2-ჯერ დღეში, მესამე კვირას - 0,5 ჩ/ჭ ერთხელ დღეში. რადგანაც შტოშის წვენი უვნებელია, შეგიძლიათ უფრო მეტიც მიიღოთ.
- აიღეთ 2 ჩ/ჭ ნატურალური თაფლი, 1ჩ/ჭ კამის დანაყილი თესლი, 2 ს/კ კატაბალახას (ვალერიანის ) დაფქული ფესვები, დაასხით 2 ლ ქაფქაფა, მდუღარე წყალი და ერთი დღე-ღამე გააჩერეთ თერმოსში. გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი 20 წუთით ადრე ჭამამდე ერთი თვის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ - როგორც კი დაამთავრებთ პირველ ულუფას, მოამზადეთ ახალი.
- ჩაყარეთ 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ჭინჭარი მინის ჭურჭელში, დაასხით 1ჩ/ ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავი და 45 წთ გააჩერეთ. გაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ ნაყენი 30 წუთით ადრე ჭამამდე ერთი თვის განმავლობაში. ეს ნაყენი არამარტო წმენდს სისხლს, არამედ ნივთიერებათა ცვლასაც აღადგენს.
- ერთი ს/კ გამხმარ, დაქუცმაცებულ ისლს დაასხით 1 ჩ/ ჭ მდუღარე წყალი , 15 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე , გაწურეთ და ჩაასხით მინის ჭურჭელში , თავი დაახურეთ, მიიღეთ 1-3 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში. ნაყენი შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. უსიამოვნო შეგრძნების შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება.