როგორ მოვუაროთ მინაკერამიკას ისე, რომ გაზქურა დიდხანს გვემსახუროს
ემალირებული სამზარეულოს ქურების ზედაპირები საბჭოთა წარსულს ჩაბარდა. დღეს, დიასახლისები სულ უფრო ხშირად იყენებენ თანამედროვე ქურებს მინაკერამიკის ზედაპირით. თუმცა, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
fpaparazzi გთავაზობთ მინაკერამიკის მოვლის რჩევებს:
რეგულარული დალაგება
ქურიდან მიმწვარი საჭმლის მოცილების რთულ პროცესს რომ არიდოთ თავი, მოაცილეთ უმალვე ჭუჭყი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის გაცივდება. მოუსვით მიკროფიბრის ხელსახოცი ჭურჭლის სარეცხის საშუალებით. შემდეგ მოუსვით სველი ჩვარი.
ინსტრუმენტები
სპეციალური ინსტრუმენტები მოსახსნელი მეტალის ბასრი პირით, დაგეხმარებათ მიმწვარი საჭმლის მოცილებაში. მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ მცირე ნაკაწრების რაოდენობაც კი, რადგან შემდგომში ზედაპირის მოვლა სულ უფრო გაგირთულდებათ.
ლაქები
ზედაპირიდან წყლისა და თითის ანაბეჭდების კვალის მოცილება შუშის საწმენდი თხევადი საშუალებით შეგიძლიათ. ასევე ეფექტურად აცილებს მსგავს ლაქებს ძმარი, ამასთან აცილებს უსიამოვნო სუნსაც. უფრა ჩამჯდარი ლაქებისთვის მოამზადეთ სოდისა და ლიმონის წვენის ნარევი, წაუსვით ლაქებს, გააჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ მოუსვით ღრუბელი.
შინაური საშუალება ნიშადურის სპირტით
პულვერიზატორიან ბოთლში ჩაასხით 50 მლ ნიშადური და 200 მლ წყალი, შეანჯღრიეთ, მოასხით ზედაპირს და გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ კარგად მოუსვით მიკროფიბრის ხელსახოცი. ეს საშუალება სარკისებრ მბზინვარებას შესძენს ზედაპირს.
როგორ არ უნდა მოვეპყროთ მინაკერამიკას
ქურის იდეალური ზედაპირი მხოლოდ მაღაზიაში ან სარეკლამო რგოლებშია. რაც უფრო ხშირად გაწმინდავთ ზედაპირს, მით უკეთესი: რეგულარული მოვლა მოგაცილებთ შემდგომში რთული ლაქების ამოყვანის პრობლემას.

- ერიდეთ ბასრი საგნების წვეტებით შეხება, რათა ზედაპირი არ გაიბზაროს და არ დაზიანდეს.
- დაუშვებელია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და გახურებულ ზედაპირზე ცივი ქვაბების დადგმა.
- ქვაბები და ტაფები სუფთა და მშრალი უნდა იყოს, სანამ ქურაზე დადგამთ.
- ნუ დაუშვებთ პლასტმასის დეტალების კონტაქტს მინაკერამიკასთან: ისინი შეიძლება დადნეს და სამუდამოდ მიეკროს ზედაპირს. კატეგორიულად დაუშვებელია ალუმინის ჭურჭლის გამოყენებაც!