მიმწვარი ტაფის გაწმენდის უძველესი მეთოდი: შესანიშნავი შედეგი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე!

მიმწვარი ტაფის გაწმენდის უძველესი მეთოდი: შესანიშნავი შედეგი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე!
ჩვენს დროს სამზარეულოს ატრიბუტიკის დიდი არჩევანია, თუმცხა უამრავი დიასახლისის არსენალში კვლავ რჩება ძველებური ტაფები, რომლებსაც მრავალწლიანი ფუნქციონირების კვალი ამჩნევიათ ცხიმისა და მიმწვარი ზედაპირის სახით.



რა თქმა უნდა, ეს მიმზიდველად არ გამოიყურება და კერძების მოსამზადებლად ნაკლებად შთაგაგონებს. Fpaparazzi მოგითხრობთ, თუ როგორ გაწმინდოთ ტაფები ერთი ძველებური მეთოდით, რომელიც კარგი შედეგით გაგახარებთ.

როგორ გავწმინდოთ ტაფა

ინგრედიენტები
  • 5 ლიტრი წყალი
  • 4 ს.კ. სოდა
  • 150 მლ სილიკატის წებო
  • 100 გრ სარეცხი საპონი


მიმწვარი ტაფის გაწმენდის უძველესი მეთოდი: შესანიშნავი შედეგი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე!

მუშაობის მსვლელობა

აავსეთ მეტალის სათლი ან ტაშტი წყლით და დადგით ცეცხლზე.



სანამ წყალი ადუღდება, გახეხეთ ნახევარი სარეცხის საპონი.



როდესაც წყალი ადუღდება დაამატეთ ყველა მოცემული ინგრედიენტი და მოურიეთ. მოათავსეთ ტაფა ამ ნარევში და ხარშეთ 1-1,5 საათის განმავლობაში. გამოაღეთ ფანჯარა და ჩართეთ გამწოვი.



თუ ტაფა ძლიერ დაბინძურებულია, დუღლის შემდეგ მოუსვით მაგარი ღრუბელი.



თუ ტაფა ძლიერ დაჭუჭყიანებული არ არის, საკმარისია 20-წუთიანი გამოხარშვა. ცხიმის ლაქების მოსაცილებლად კი 10 წუთიც საკმარისია.