დროით გამოცდილი ხრიკები: თქვენი სახლი სისუფთავით გაიბრწყინებს!
დღესასწაულების წინ ყველას გვსურს, სახლი იდეალურ მდგომარეობაში მოვიყვანოთ. დარწმუნებული ვართ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ მოაწესრიგოთ სახლი რაც შეიძლება სწრაფად. დაუთმეთ ნაკლები დრო ყოფით პრობლემებს და მეტი დრო უბრალო ადამიანურ სიხარულს. დალაგების საიდუმლოებები სპეციალურად თქვენთვის!
როგორ დავალაგოთ სახლი
ძმარი სარეცხისთვის
ძმარი შესანიშნავად გაასუფთავებს სარეცხ მანქანას, მოაცილებს მას ნადებსა და ობს. ჩაასხით ძმარი ფხვნილის ჩასაყრელ განყოფილებაში და დააყენეთ ხანგრძლივი რეცხვის რეჟიმზე.
ასევე, დაუმატეთ ძმარი რეცხვისას, განსაკუთრებით, ფერადი ტანსაცმლის გარეცხვის დროს. ძმარი ნივთებს სიხასხასეს შეუნარჩუნებს და ეფექტურად მოაცილებს ლაქებს. აგრეთვე, ძმარი შესანიშნავია პირსახოცებისთვისაც - იგი განაახლებს მათ და გააქრობს ობის სუნს.
სააბაზანო ოთახის გასუფთავება
შეურიეთ ძმარი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება პროპორციით 1:1. გაათბეთ მიღებული სითხე და კარგად მოუსვით ონკანებს, სააბაზანოსა და სხვა ზედაპირებს. გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ გაავლეთ წყლით. სისუფთავე და მბზინვარება გარანტირებულია!
მეტალოპლასტმასის ფანჯრების გაწმენდა ძალიან რთულია, განსაკუთრებით, მისი ნაპრალების. მოაყარეთ პრობლემურ ადგილებზე სოდა, შემდეგ დაასხით ძმარი, გააჩერეთ 15 წუთით. შემდეგ მოუსვით ქაღალდის ხელსახოცით ან ჩვრით. შედეგი მართლაც გასაოცარია!
ბავშვების სათამაშოების გაწმენდა
ნებისმიერი პლასტმასის ან რბილი სათამაშოების გარეცხვა სარეცხ მანქანაში არის შესაძლებელი, თუ ნივთებს სარეცხის ტომარაში მოვათავსებთ წინასწარ.
მარკერის კვალის მოშორება
მარკერისა და ფლომასტერის კვალის მოსაშორებლად გამოიყენეთ კბილის პასტა. დაგეხმარებათ ასევე სოდა.
ფრჩხილის ქალის მოცილება
თუ ლაქი დაგექცათ და ლაქა ჯერ კიდევ არ გამშრალა, შეგიძლიათ აცეტონი გამოიყენოთ. მშრალ ლაქს კი მოასხით თმის ლაქი, შემდეგ მოუსვით საპნიანი წყალი.
მიკროტალღური ღუმელის გასუფთავება
მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში გაჭრილი ლიმონი და დარიჩინის ჩხირი ან ფხვნილი. გააცხელეთ ციტრუსი 10 წუთის განმავლობაში. ლიმონი დაგეხმარებათ ზედაპირის დეზინფექციაში, დარიჩინი გააქრობს უსიამოვნო სუნს.
სამზარეულოს კარადების გაწმენდა
შეურიეთ მცენარეული ზეთი და სოდა. მიღებული პასტით კარგად გაწმინდეთ სამზარეულოს კარადების სახელურები. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
ავეჯის გაწმენდა
ქაღალდის ხელსახოცზე დააწვეთეთ 2 წვეთი მცენარეული ზეთი. ზედაპირს ჯერ დაზეთილი ხელსახოცი მოუსვით, შემდეგ - მშრალი. ზედაპირი საოცრად მბზინვარე გახდება და მტვერი დიდი ხნის განმავლობაში არ გაჩნდება.