როდესაც გაიგებთ, რატომ დააფარა გაზქურას დიასახლისმა სველი ხელსახოცი, თქვენც აუცილებლად ასევე მოიქცევით...

როდესაც გაიგებთ, რატომ დააფარა გაზქურას დიასახლისმა სველი ხელსახოცი, თქვენც აუცილებლად ასევე მოიქცევით...
სამზარეულოს გაზქურის სისუფთავე - ყოველი დიასახლისის მტკივნეული საკითხია. ყოველი მომზადების შემდეგ ჩნდება ახალი ლაქები, ცხიმი ნადებები, რომლების გაწმენდაც სულ უფრო რთულდება. ძვირად ღირებულ ტექნიკას კი კარგი მოვლა სჭირდება.



Fpaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ, როგორ გაწმინდოთ იოლად და სწრაფად ნებისმიერი გაზქურა, ძვირად ღირებული საშუალებების გამოყენების გარეშე.

როგორ გავწმინდოთ გაზქურა



ძმარი

პულვერიზატორით მოასხით ძმარი გაზქურის ზედაპირს და დატოვეთ 20 წუთით. შემდეგ ფრთხილად მოუსვით სველი ღრუბელი. ძალიან ძლიერ დაბინძურებული ზედაპირისთვის, მოაყარეთ ჯერ სოდა, შემდეგ მოასხით ძმარი, დატოვეთ 15-20 წუთით და ქაღალდის ხელსახოცით ფრთხილად მოწმინდეთ.

ხელსახოცი

მოაყარეთ გაზქურის ზედაპირს სოდა, დაასველეთ ხელსახოცი საპნიან თბილ წყალში და კარგად დაწურეთ. დააფარეთ გაზქურას და დატოვეთ 15 წუთით. გაწმინდეთ ზედაპირი სველი ღრუბლით.

მცენარეული ზეთი


ზეთი შესანიშნავად უმკლავდება გაზქურის ჭუჭყს. დაასველეთ ქაღალდის ხელსახოცები ზეთით და მოუსვით ზედაპირს. ცხიმის ნარჩენები მოწმინდეთ სველი ღრუბლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით.

სოდა და წყალბადის პეროქსიდი


მუდმივი მორევით, ჩაასხით 0,25 ჭიქა სოდაში 0,25 ჭიქა წყალბადის პეროქსიდი. თანაბრად წაუსვით გაზქურის ზედაპირს და გააჩერეთ 15 წუთით. შემდეგ მოუსვით სველი ღრუბელი ან ქაღალდის ხელსახოცი.

ლიმონი და მარილი

მოასხით ჭუჭყიან ზედაპირს ლიმონის წვენი და მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ 5-10 წუთით, შემდეგ მოაცილეთ სველი ღრუბლის მეშვეობით.