მიოკარდიტის სამკურნალო 2 ხალხური საშუალება!

მიოკარდიტის სამკურნალო 2 ხალხური საშუალება!
მიოკარდიტი გულის კუნთოვანი გარსის, მიოკარდიუმის ანთებაა. ის შესაძლოა დამოუკიდებელ დაავადებად განვითარდეს ან რომელიმე სხვა დაავადების შემადგენელი ნაწილი იყოს. ამა თუ იმ დაავადების დროს მიოკარდიტი, როგორც წესი, აღმოცენდება ინფექციური აგენტებითა და სხვადასხვა სახის ტოქსინებით (შხამებით) მიოკარდიუმის დაზიანების გამო, ზოგჯერ კი ორგანიზმში მიმდინარე ალერგიული და აუტოიმუნური რეაქციების შედეგია. მიოკარდიტის გამომწვევ მიზეზებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რევმატიზმს. მიოკარდიტი უხშირესად ვითარდება მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, მათ შორის - გრიპის, წითელას, წითურას, დიფტერიის, ქუნთრუშას, პნევმონიის მძიმე ფორმების, სეფსისის დროს. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ 2 ხალხურ საშუალებას, რომელიც მოგიწესრიგებთ გულისცემას, პულსს და ბევრად უკეთესად იგრძნობთ თავს.
  1. ერთი ჩაის ჭიქა უკურკო ქიშმიში უნდა გარეცხოთ, გააშროთ და დილაობით უზმოზე მიირთვათ 40-40 ცალი. საუზმობა მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეიძლება. მეორე დღეს მიირთმევთ 39 ცალ ქიშმიშს, მესამე დღეს - 38-ს და ა.შ. ყოველდღიურად თითო ქიშმიშით ნაკლებს. ასეთი ორმოცდღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ წელიწადში 3 ჯერ მაინც.
  2. თანაბარი რაოდენობის ძახველის და მოცხარის ფოთლების ჩაი (1სუფრის კოვზი ნარევი: 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი), დაატკბეთ თაფლით და ერთი თვის განმავლობაში სვით დღეში ორჯერ სამჯერ დილა-საღამოს. შემდეგ დაისვენეთ ერთი თვე და გაიმეორეთ.



ექიმის კომენტარი: ქიშმიში ცნობილია, როგორც მიკროელემენტებით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე ბიოაქტიური ნივთიერებებით მდიდარი საშუალება. ძახველი სპაზმების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და სისხლდენის შემაჩერებელია. მოცხარი მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით C ვიტამინით. მას ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი, ანტიქოლესტერინული ეფექტი აქვს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"