როგორც გაირკვა, ჩემი საყვარელი მცენარე საუკეთესო მკურნალოა. ეს თითოეულმა დიასახლისმა უნდა იცოდეს

როგორც გაირკვა, ჩემი საყვარელი მცენარე საუკეთესო მკურნალოა. ეს თითოეულმა დიასახლისმა უნდა იცოდეს
კარგად მახსოვს, ბავშვობაში დედა სურდოს კალანჰოეს მწვანე ფერის წვენით მკურნალობა. ეს მცენარე - არა მხოლოდ ლამაზი დეკორაციული ელემენტია ჩვენს სახლში, არამედ გამოირჩევა საოცრად სასარგებლო თვისებებით. მისი დახმარებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაა შესაძლებელი.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ რატომ უნდა იყოს ეს მცენარე თითოეულ ოჯახში. ვიმედოვნებთ, რომ მოცემული ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.



კალანჰოეს სასარგებლო გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

კალანჰოე - მცენარე, რომელიც დადებითი ენერგეტიკის მატარებელია. ნივთიერებები, რომლებითაც ეს მცენარეა გაჯერებული, ფლობს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ თვისებებს. კალანჰოე ძალზედ ეფექტურია იმუნური სისტემის სტიმულირებისთვის და ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. მეტიც, ეს საოცრად სასარგებლო მცენარე აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს და გამოირჩევა ანტისიმსივნური თვისებებით. უკვე მრავალი ასწლეულია, რაც კალანჰოე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.



გამოყენება:

  1. რინიტისა და ჰაიმორიტის მკურნალობა

    გამოიყენეთ მცენარის წვენი ცხვირის წვეთების სახით. ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში 2 წვეთი კალანჰოეს წვენი დღის განმავლობაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, რათა ხანმოკლე დროში დაამარცხოთ სურდო.



  2. ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა

    მოამზადეთ ფაფისებრი მასა კალანჰოეს ფოთლებისგან ბლენდერის გამოყენებით, დაასხით მდუღარე წყალი და ხარშეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. ვენების ვარიკოზისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ მიიღეთ ეს საშუალება დღე-ღამის განმავლობაში 3-ჯერ 100 მილილიტრის ოდენობით. ჩირქოვანი ჭრილობების შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ მოცემული ნარევით კანი პრობლემური მონაკვეთის დამუშავებაც.

  3. კბილის ტკივილის გაყუჩება

    კალანჰოეს რამდენიმე ფოთოლი გარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ და დოლბანდის გამოყენებით გამოწურეთ წვენი. დაასხით მიღებულ წვენს 200 მილილიტრი წყალი და შეათბეთ ნარევი წყლის აბაზანაზე. მიიღეთ ის დღეში 4-ჯერ 50-50 მილილიტრის ოდენობით. მოცემული საშუალება ძალზედ ეფექტურია კბილის ტკივილის გასაყუჩებლად და ღრძილებში მიმდინარე ანთებითი პროცესების ჩასახშობად.



  4. სისხლდენის შეჩერება და ტკივილის გაყუჩება

    აიღეთ კალანჰოეს რამდენიმე ახალი ფოთოლი, კარგად გარეცხეთ და დააქუცმაცეთ დანის გამოყენებით. შემდეგ გაატარეთ ხორცსაკებში. წარმოქმნილი ფაფისებრი მასისგან გამოწურეთ წვენი. თქვენ დაგჭირდებათ მშრალი მასა. წაისვით ის კანის შესაბამის მონაკვეთზე, რათა შეიჩეროთ სისხლდენა და გაიყუჩოთ ტკივილი.

  5. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპია

    10 მლ კალანჰოეს ახლადგამოწურებულ წვენს დაასხით 70 მლ ანადუღარი წყალი და კარგად მოურიეთ. მიიღეთ ეს საშუალება ყოველდღიურად ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. ინტენსიური, ყოველდღიური თერაპიის პირობებში საოცარი შედეგები თვალსაჩინო 3 თვეში იქნება.



  6. კანის დაავადებების მკურნალობა

    რეგულარულად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთი კალანჰოეს წვენით და ხანმოკლე დროში საოცარი შედეგები თვალსაჩინო იქნება.

  7. ოტიტის და ნაწოლების მკურნალობა

    მოამზადეთ ნაყენი კალანჰოეს ფოთლებისგან. 30 მლ მცენარის წვენს დაასხით 5 მლ სამედიცინო სპირტი და კარგად გადაურიეთ. მიღებული ნარევი გამოიყენეთ ყურის წვეთების სახით ოტიტის დროს. ჩაიწვეთეთ ორივე ყურში თითო-თითო წვეთი. რაც შეეხება ნაწოლების მკურნალობას, ყოველდღიურად დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური ზედაპირი მიღებული ნარევით.



  8. კომპრესი მეჭეჭების წინააღმდეგ

    მოამზადეთ ფაფისებრი მასა მცენარის ფოთლებისგან და წაისვით ის მეჭეჭზე თხელ ფენად. შეძლებისდაგვარად, გადაიხვიეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დაიფიქსირეთ დოლბანდით. 2 საათში მოიშორეთ კომპრესი.

  9. კონიუქტივიტისა და ბლეფარიტის მკურნალობა

    კალანჰოე ეფექტურად ებრძვის ოფთამოლოგიურ დაავადებებსაც. გარეცხეთ კალანჰოეს რამდენიმე ფოთოლი კარგად და წვრილად დაჭერით. დაამატეთ რამდენიმე სუფრის კოვზი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. მას შემდეგ, რაც ნარევი წამოდუღდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან და მიეცით დრო გასაგრილებლად. გრილი ნარევი გაფილტრეთ. მიღებული ნახარშით დაიბანეთ თვალები დღეში 3-ჯერ. ცნობისთვის, ეს ნაყენი გამოდგება ანგინისა და სტომატიტის სამკურნალოდაც. უბრალოდ რეგულარულად გამოივლეთ ის პირის ღრუში.



რედაქციის რჩევა:

არ არის რეკომენდებული კალანჰოეს გამოყენება ინდივიდუალური აუტანლობის, ფეხმძიმობისა და ლაქტაციის დროს. არასდროს მიმართოთ თვითმკურნალობას ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე მაშინ, როდესაც საქმე პატარებს ეხებათ.