ეს ანტიპარაზიტული საშუალება სწრაფად გაანადგურებს ჭიებს, გაუმკლავდება ნებისმიერ ინფექციას და ვირუსს.

ეს ანტიპარაზიტული საშუალება სწრაფად გაანადგურებს ჭიებს, გაუმკლავდება ნებისმიერ ინფექციას და ვირუსს.
ეს საშუალება, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ, უკვე მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება ორგანიზმში ბინადარი ჭიებისა და მათი კვერცხების გასანადგურებლად. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეს ანტიპარაზიტული რეცეპტი.

ამ რეცეპტმა არაერთხელ იცვალა სახე და ჩვენს დრომდე სრულყოფილი სახით მოაღწია. ის მდიდარია აქტიური ინგრედიენტებით, რომლებიც ანტიბიოტიკური თვისებებით გამოირჩევა.

საუკეთესო ანტიპარაზიტული საშუალება

ინგრედიენტები:

  • ¼ ჭიქა ნიორი (გასუფთავებული კანისგან და წვრილად დაჭრილი);
  • ¼ ჭიქა ხახვი (გასუფთავებული კანისგან და წვრილად დაჭრილი);
  • 2 სუფრის კოვზი გახეხილი პირშუშხა;
  • ¼ ჭიქა ჯანჯაფილი (გასუფთავებული კანისგან და წვრილად დაჭრილი);
  • 2 ცალი ჩილეს წიწაკა;
  • 2 ს.კ. კურკუმა;
  • მიახლოებით 0,7 ლიტრი ვაშლის ძმარი.

დამზადება:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ მინის ქილაში (სტერილიზებურში), დაასხით ვაშლის ძმარი და ჰერმეტულად დააფარეთ თავსახური. კარგად შეანჯღრიეთ ქილა. დაყოვნეთ ის ბნელ და გრილ ადგილზე 2 კვირის განმავლობაში. პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ ნარევი. ამ დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ის და მიღებული სითხე შეინახეთ მაცივარში.

გარდა ანტიპარაზიტული თვისებებისა, მოცემული სასუალება საოცრად ეფექტურია იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გამოყენება:

იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მსხვილ ნაწლავში ბინადარი პარაზიტების გასანადგურებლად მიიღეთ ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით საუზმობიდან 15 წუთის შემდეგ.

ქრონიკული დაავადებების დასამარცხებლად შეგიძლიათ ამ ნაყენის მიღება დღის განმავლობაში 3 ან 5 სუფრის კოვზის ოდენობით.

გაითვალისწინეთ, არასდროს მიიღოთ მოცემული საშუალება უზმოზე. ასე შეიძლება დაიზიანოთ ჯანმრთელობა.

ინგრედიენტების სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე:

ნიორი - ბუნებრივი უძლიერესი ანტიბიოტიკი, რომელიც გამოირჩევა სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიპარაზიტული თვისებებით. ყველაზე გასაოცარი კი ის ფაქტია, რომ ნიორი ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს, თუმცა საერთოდ არ ვნებს ჯანსაღ ბაქტერიებს.

ხახვი - ის საკუთარი თვისებებით ძალიან ჰგავს ნიორს, თუმცა აქვს შედარებით მსუბუქი მოქმედება.

პირშუშხა - ჩვენი ორგანიზმისთვის საოცრად სასარგებლო მცენარე, რომელიც უკვე მრავალი საუკუნეა გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჯანჯაფილი - როგორც წესი, ხშირად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო საშუალების სახით. მოცემული ნატურალური პროდუქტი ეფექტურად ებრძვის ჩვენს ორგანიზმში ბინადარ პარაზიტებს.

ჩილეს წიწაკა - ის გამოირჩება უნიკალური ანტიბიოტიკური თვისებებით და არაჩვეულებრივია სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

კურკუმა - ძალზედ სასარგებლო სანელებელი, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს ჩვენს ორგანიზმს. ის საოცრად ეფექტურია სახსრების ტკივილის მოსახსნელადაც.

ვაშლის ძმარი - ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი. ჩვენს ორგანიზმზე მისი სასარგებლო გავლენით მოხიბლული იყო თავად მედიცინის მამა, ჰიპოკრატე.