ყოველ დილას თბილ წყალში 1 ჩ.კ. კურკუმას ვამატებ. ჩემთვის ავადმყოფობა სრულიად უცხოა

ყოველ დილას თბილ წყალში 1 ჩ.კ. კურკუმას ვამატებ. ჩემთვის ავადმყოფობა სრულიად უცხოა
კურკუმა, იგივე ყვითელი ჯანჯაფილი (ლათ. Curcuma longa) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, რომელიც ჯანჯაფილისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი ფესვისგან მზადდება უგემრიელესი სანელებელი, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ინდურ სამზარეულოში. გარდა ამისა, მოცემული მცენარე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით და მას წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე. კურკუმა ხშირად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში მრავალი სერიოზული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.



თუ თქვენ კვების რაციონს კურკუმით გაამდიდრებთ, შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარეგულირებას, სისხლის გათხევადებას და მისი მიმოქცევის გაუმჯობესებას, ჭრილობების შეხორცების პროცესის დაჩქარებას და ა.შ.



როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა კურკუმის დახმარებით?

მოცემული სანელებელი გამოიყენება თითქმის ყველა ინდური კერძის დამზადებისას. მეცნიერების მტკიცებით, სწორედ ამ ფაქტის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინდოეთში ფილტვების, მსხვილი ნაწლავის, პროსტატისა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.



დღევანდელ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა მოიხმაროთ კურკუმა სწორად სხვადასხვა სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ თავიდან ასარიდებლად და საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩ.კ. კურკუმის ფხვნილი;
  • 1 ჩ.ჭ. თბილი წყალი;
  • 1 ჩ.კ. ნატურალური კარაქი;
  • ერთი მწიკვი დაფქული შავი წიწაკა.



1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით მოცემული რაოდენობით კურკუმის ფხვნილი და ნატურალური კარაქი. ჩაამატეთ 1 მწიკვი დაფქული შავი წიწაკა, რათა ორგანიზმმა უკეთ აითვისოს კურკუმაში შემავალი სასარგებლო კომპონენტები. მზა სასმელი მიირთვით დილით, უზმოზე.

თბილი წყლისა და კურკუმის სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე

  1. ხსნის ანთებას და ტკივილს ართრიტისა და ართროზის დროს.

  2. ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, თავიდან გვარიდებს დიაბეტის განვითარებას.

  3. ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

  4. აფერხებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.



  5. სტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას.

  6. არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

  7. წმენდს ღვიძლს დაგროვებული ტოქსინებისგან.

  8. აუმჯობესებს ტვინის აქტივობას.

  9. ხელს უწყობს ორგანიზმში არსებული გარემოს გატუტოვნებას, რის შედეგადაც ფერხდება პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლების პროცესი.

  10. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.

  11. ხელს უწყობს წონის კლებას.



ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!