3 იაფი ინგრედიენტის კომბინაციით მიღებული დეოდორანტი სამუდამოდ დაგავიწყებთ ოფლის სუნს

3 იაფი ინგრედიენტის კომბინაციით მიღებული დეოდორანტი სამუდამოდ დაგავიწყებთ ოფლის სუნს
დამეთანხმებით, რომ თანამედროვე ბაზარზე არსებული დეოდორანტების უმრავლესობა ყოველთვის ვერ ამართლებს მოლოდინს. გარდა ამისა, ეს ანტიპესპირანტები შეიცავს სხვადასხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ბლოკავს და აბინძურებს საოფლე ჯირკვლებს, რის შედეგადაც ირღვევა მათი ფუნქციონირება. როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ჭარბოფლიანობისგან ვიტანჯებით და გვსურს, თავიდან ავირიდოთ ოფლის უსიამოვონო სუნი? დაამზადეთ საკუთარი ხელით დეოდორანტი, რომელიც სპეციალურ ძვირადღირებულ ანტიპესპირანტებზე ეფექტურია და არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

დღევანდელ სტატიაში FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი საკმაოდ ეფექტური დეოდორანტის დამზადების რეცეპტს. ის არასდროს გაგიცრუებთ იმედეს და ყოველთვის საიმედოდ დაგიცავთ ოფლის უსიამოვნო სუნისგან.



ნატურალური დეოდორანტი

ინგრედიენტები:

  • 25 გრამი საკვები სოდა;
  • 15 გრამი სიმინდის სახამებელი;
  • 30 გრამი ქოქოსის ზეთი;
  • სასურველი ეთერზეთი.



ინსტრუქცია:

  1. პირველ რიგში, შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით საკვები სოდა და სიმინდის სახამებელი. ცნობისთვის, უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც საკვები სოდა გამოიყენება ოფლის უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ეს პროდუქტი ქმნის ტუტე გარემოს, რომელშიც ბაქტერიებს არსებობა არ შეუძლიათ. რაც შეეხება სახამებელს, ის სწრაფად შთანთქავს ტენს და გვიცავს ჭარბოფლიანობისგან.

  2. სოდისა და სახამებლის ნარევში ჩაამატეთ 30 გრამი ქოქოსის ზეთი. კარგად გადაურიეთ.

  3. სურვილისამებრ, შეგიძლიათ სხვადასხვა ეთერზეთების გამოყენებაც. გაითვალისწინეთ, არჩეული ეთერზეთის არომატი მთელი დღის განმავლობაში არ მოგშორდებათ.

  4. მიღებული მასა მოათავსეთ კომპაქტურ ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში.



საკუთარი ხელით დამზადებული ეს საოცრად ეფექტური დეოდორანტი აბსოლიტურად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის არ არღვევს ორგანიზმში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს.