დაივიწყეთ იღლიების ჭარბოფლიანობა და უსიამოვნო სუნი 1 პროცედურის დახმარებით.

დაივიწყეთ იღლიების ჭარბოფლიანობა და უსიამოვნო სუნი 1 პროცედურის დახმარებით.
რა არის ოფლი? ეს არის გამჭვირვალე სითხე, რომელიც კანქვეშ არსებული სპეციალური საოფლე ჯირკვლებიდან გამოიყოფა. ოფლი ძირითადად შედგება წყლისგან, მცირეოდენი შარდოვანასგან, მარილებისგან, ცხიმებისგან და სხვა ორგანილი ნივთიერებებისგან. მასთან ერთად ჩვენი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჭარბი სითხე და მავნე ნივთიერებები.

ოფლის გამოყოფა ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციაა გადახურებისგან. ზრდასრული ადამიანის სხეულიდან დღე-ღამეში საშუალოდ 700-900 გრამი ოფლი გამოიყოფა, ხოლო გაძლიერებული ოფლდენის შემთხვევაში (მაგ: ოფლდენი საშუალებების მიღებისას) - 1500-2000 გრამი. საოფლე ჯირვლების არაპროპორციული განლაგების შედეგად ადამიანის კანის სხვადასხვა უბანიდან განსხვავებული რაოდენობით ოფლი გამოიყოფა. ხელის გულები, ტერფები, იღლების მიდამო, შუბლი, ლოყები და მკერდი - სხეულის უბნები, რომელთაგანაც ყველაზე დიდი რაოდენობით ოფლი გამოიყოფა.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ძალზედ ეფექტურ საშუალებას, რომელიც დაგავიწყებთ იღლიების ჭარბოფლიანობას და უსიამოვნო სუნს, რომელიც თან ახლავს ამ მოვლენას.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 70 გრამი გვირილა;
  • 2 ლიტრი მდუღარე წყალი;
  • 2 სუფრის კოვზი სოდა;

ინსტრუქცია:

70 გრამ გვირილას დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. ამ დროის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი და ჩაამატეთ მასში 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა.

დაიბანეთ იღლიები საპნით და მხოლოდ ამის შემდეგ ბამბის მეშვეობით წაისვით კანის ზედაპირზე მომზადებული ნარევი. გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად და ხანმოკლე დროში თქვენ სამუდამოდ დაივიწყებთ იღლიების ჭარბოფლიანობასა და უსიამოვნო სუნს, რომელიც თან ახლავს ამ მოვლენას.