დელიკატური თემა: 8 ხრიკი, რომელიც აგარიდებთ მკრედის არეში ოფლის ლაქების წარმოქმნას
ზაფხული კარს მოგვადგა, რის გამოც ქალბატონების უმრავლესობა დგას ჭარბი ოფლიანობის პრობლემის წინაშე. განსაკუთრებით უსიამოვნოა, როდესაც ოფლის ლაქები ტანსაცმელზე მკერდის არეში იჩენს თავს. თუ თქვენთვის ეს პრობლემა ცნობილია, მაშინ გეცოდინებათ, თუ რამხელა დისკომფორტთანაა დაკავშირებული ის. მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ?
1. ბისტჰალტერის ზომა
თუ გსურთ თავიდან აირიდოთ მკერდის არეში ოფლის აუტანელი ლაქების გაჩენა, შეარჩიეთ ბისუტჰალტერის ზომა სწორად. ქალბატონების უმრავლესობა ატარებს ბიუსტჰალტერს, რომელიც მას მჭიდრო ან პრიქით - ფართე აქვს. ორივე შემთხვევაში მკერდის ხახუნი გარდაუვალია, რაც ოფლდენას იწვევს.
2. ნატურალური ქსოვილები
მოერიდეთ არანატურალური ქსოვილებისგან შეკერილ ბიუსტჰალტერებს, რადგან ისინი ''არ სუნთქავს'', ჰაერს არ ატარებს, რაც ჭარბოფლიანობის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.
ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა ნატურალურ ქსოვილებს, განსაკუთრებით კი ბამბას. აბრეშუმმა, ატლასმა და სხვა მსგავსმა ქსოვილებმა შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გიმტყუნოთ.
3. მკერდის შუასადებები
ეს ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვინც ჭარბოფლიანობისგან იტანჯება. მიანიჭეთ უპირატესობა შუასადებებს, რომლებიც 3 ფენისგან შედგებ: პირველი ფენა შეიწოვს ოფლს, მეორე აკავებს მას, ხოლო მესამე იცავს ტანსაცმელს ლაქებისგან.
4. სასწრაფო დახმარება
თუ თქვენ ვერ გათვალეთ ამინდი, არასწორად შეარჩიეთ ტანსაცმელი და ხვდებით, რომ ეს-ესაა ტანსაცმელი დაგილაქავდებათ, ჩაიფინეთ ბიუსტჰალტერში ხელსახოცი.
5. შავი ფერი
განსაკუთრებით ცხელ დღეებში ან ვარჯიშის დროს უპირატესობა მიანიჭეთ შავ ფერს, რადგან მასზე ოფლის ლაქები თითქმის შეუმჩნეველია.
6. საბავშვო პუდრი
ეს მეთოდი გამოგადგებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარეთ ხანმოკლე დროით აპირებთ გასვლას, რადგან განმეორებითი მოხმარების შედეგად საბავშვო პუდრმა შეიძლება მხოლოდ გაამწვავოს სიტუაცია.
7. საკვები სოდა, სპირტი
შეეცადეთ კანის სიმშრალის შენარჩუნებას, რათა თავიდან აირიდოთ სოკოვანი ინფექციები. ამისთვის, დაიმუშავეთ მკერდის ქვეშ არსებული კანი სპირტით და გამოიყენეთ საბავშვო პუდრი, რომელიც არ შეიცავს ტალკს. გაიხადეთ დატენიანებული ტანსაცმელი მყისიერად, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ.
8. დაიცავით ჰიგიენა
რეგულარულად მიიღეთ შხაპი და არ დაგავიწყდეთ სხეულის ბოლომდე გამშრალება. მიანიჭეთ უპრატესობა იმ ქსოვილებისგან შეკერილ ბიუსტჰალტერებს, რომლებიც ჰაერს ატარებს. შეცვალეთ ბიუსტჰალტერი ყოველდღიურად!
იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება!