როგორ დავამზადოთ მშრალი დეოდორანტი ფეხებისთვის სახლის პირობებში

როგორ დავამზადოთ მშრალი დეოდორანტი ფეხებისთვის სახლის პირობებში
გავრცელებული პრობლემის მოგვარება, როგორიცაა ფეხზე უსიამოვნო სუნი, სახლის პირობებში დამზადებული მშრალი დეოდორანტის მეშვეობით არის შესაძლებელი.

არავინაა ამ პრობლემისაგან დაცული, რადგანაც საოფლე ჯირკვლები ფეხის ტერფებზედაცაა განლაგებული. ისინი მოძრაობისას აქტიურად მუშაობენ და ყოველთვის დაფარულია ფეხსაცმლით. განსაკუთრებით უსიამოვნო შედეგი აქვს სინთეტიური ფეხსაცმლის ტარების დროს, როდესაც ჰაერის ცირკულაცია საერთოდ არ ხდება.

ამ პრობლემასთან ბრძოლა მარტივი მშრალი დეოდორანტის საშუალებითაა შესაძლებელი. ის გაგათავისუფლებთ ოფლიანობისაგან და ბაქტერიების დაგროვებისაგან, რომელიც ამწვავებს ამ პრობლემას.

დეოდორანტის მომზადების წესი:

პრობლემას წარმატებით ებრძვის პუდრი (ბავშვის პუდრი).

საჭირო ინგრედიენტების მოძიება ძალიან მარტივია, მაგრამ მათი პერმანენტული მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

  • პუდრი მზადდება ბუნებრივი მინერალისაგან, რომელიც შედგება მაგნიუმის სილიკატისაგან, რომელსაც ხშირად გაღიზიანებული ზონის დამამშვიდებლად მოიხმარენ.

  • პუდრის მოხმარებისას, ჩვენ და უნებურად მას ვსუნთქვთ კიდევაც.
  • მისი ხანგრძლივი მოხმარება გამაღიზიანებლად მოქმედებს ფილტვებზე და შეიძლება მათი ქონიკული გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს.
  • უკვე 50 წელია პუდრი ცნობილია უსიამოვნო სუნთან ბრძოლის იდეალურ საშუალებად.
  • პუდრს როგორც ასეთი არ ახლავს პრობლემები, უბრალოდ მისი ხანგრძლივად გამოყენება არ არის სასურველი.


ამიტომაც გირჩევთ მის პერიოდულად სიმინდის ფქვილით ან სახამებლით ჩანაცვლებას.

მშრალი დეოდორანტის მოსამზადებლად კი საჭიროა:

როგორ დავამზადოთ მშრალი დეოდორანტი ფეხებისთვის სახლის პირობებში

  • 25 გრ სიმიინდის სახამებელი;
  • 15 გრ საჭმელი სოდა;
  • 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი;
  • 5 წვეთი დაფნის ზეთი;


ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის მოპოვება მარტივია, მთავარი ინგრედიენტი კი აქ ჩაის ხის ზეთია, რომელიც ხშირად გამოიყენება სამკურნალოდ:

  • ეს საუკეთესო ანტისეპტიკური საშუალებაა. ასევე მოქმედებს ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო და ანტი ვირუსულ საშუალებადაც.
  • საუკეთესო ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.
  • არ აღიზიანებს ყველაზე მგრძნობიარე კანსაც კი!


სოდა თავისთავად საუკეთესო, ეკონომიური და პრაქტიკული დეოდორანტი საშუალებაა!

სიმინდის ფქვილი მოქმედებს იგივენაირად, როგორც პუდრი. იწოვს ზედმეტ სისველეს, კურნავს, ამსუბუქებს კანს და აქრობს არასასიამოვნო სუნს!

სიმინდის ფქვილს ასევე იყენებენ მშრალი შამპუნების მოსამზადებლადაც. ეფექტურად აშორებს თმას ცხიმს და მბზინვარებას მატებს.

ეს დეოდორანტი ასევე ხსნის ფეხებზე სიმძიმის გრძნობას, და საერთოდ ყველა მასში მოთავსებული ინგრედიენტი დაძაბულობის მოხსნას უწყობს ხელს.

მომზადების წესი:



  • მინის ჭურჭელში ჩაყარეთ სოდა და სიმინდის ფქვილი ან სახამებელი.
  • კარგად არევის შემდეგ, დაუმატეთ 3 წვეთი ეფირული ჩაის ხის და 5 წვეთი დაფნის ზეთი.
  • ძალიან მგრძნობიარე ფეხებისათვის საჭიროა ჩაის ხის ზეთი 5 წვეთ წყალში გაზავდეს.
  • მასა კარგად აურიეთ ერთმანეთში. მას სასიამოვნო სუნი აქვს.


მიღებული დეოდორანტი ინახება მყარად დახუფულ მინის ჭურჭელში. წაისვით ყოველ დილას სუფთა კანზე. საღამოსკენ კი სასიამოვნო შეგრძნება გექნებათ, უსიამოვნო სუნი კი საერთოდ არ შეგაწუხებთ!

მომზადებული დეოდორანტის მოხმარება შეუძლია დიდსაც და პატარასაც. როდესაც ბავშვებისათვის ამზადებთ დეოდორანტს აუცილებლად ჩაის ზეთს 5 წვეთი წყალი დაუმატეთ.