ხალხური მედიცინა ჰემოფილიის დროს გვირჩევს სისხლდენის შემაჩერებელ მცენარეულ საშუალებებს.

ხალხური მედიცინა  ჰემოფილიის დროს გვირჩევს სისხლდენის  შემაჩერებელ  მცენარეულ საშუალებებს.
ჰემოფილია - მძიმე მემკვიდრული დაავადებაა, ვლინდება როგორც სისხლმდინარება. დაავადების მიზეზს წარმოადგენს სისხლის პლაზმაში ზოგიერთი ცილოვანი ფრაქციის უკმარისობა. დაავადება გვხვდება მხოლოდ მამაკაცებში, ქალები არ ავადდებიან, მაგრამ დაავადებას გადასცემენ თავიანთ შვილებს.
დაავადება ვლინდება ადრეულ, მცირე ნაკაწრის ან ტრამვის შემდეგ ბავშვს ეწყება სისხლდენა რომელიც დიდხანს არ ჩერდება. სისხლის მუდმივ დაკარგვას მიჰყავს ავადმყოფი სისხლნაკლებობამდე. მედიცინას დღემდე არ გააჩნია დაავადების სამკურნალო საშუალებები. მკურნალობის უფრო საიმედო თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს სისხლის ან პლაზმის განმეორებით გადასხმა 150 - 200 მლ რაოდენობით. ადგილობრივ სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად გამოიყენება სიცივე, ახალი სისხლით ან პლაზმით გაჟღენთილი დოლბანდის კომპრესები. ჰემოფილიით დაავადებულებში სისხლდენის დროს ლახტის გამოყენება არაა რეკომენდებული. ავადმყოფს აწვენენ ისე, რომ სისხლმდენი ადგილი მდბარეობდეს გულის ზემოთ. ჭრილობაზე საჭიროა ბინტის ან რამდენიმე ფენა დოლბანდის დაჭერა. ავადმყოფთა კვება უნდა იყოს მრავალმხრივი, ცილებით, ვიტამინებით, უჯრედისით მდიდარი.

რეცეპტები:
  • ფარსმანდუკის 1 ჩ/კ გამხმარ ბალახს დაასხით 1ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა ჭამამდე, სამჯერ დღეში. შეიძლება გამოიყენოთ კომპრესისთვისაც.

  • ჩვეულებრივი ღოლოს 1ს/კ დაქუცმაცებული, გამხმარი ძირები ადუღეთ წყლის აბაზანაზე 15 წთ 300 მლ წყალში, გააცივეთ ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ გაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი 3 - 4- ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი