ჭარბსისხლიანი, ხანგრძლივი მენსტრუაციის და საშვილოსნოდან სისხლდენის სამკურნალო საშუალებები.
ჰიპერპოლიმენორეა – მენსტრუალური ციკლის დარღვევაა, რომელიც ვლინდება უხვი და ხანგრძლივი (6 – 7 დღეზე მეტხანს) მენსტრუაციებით. ამის მიზეზი ნებისმიერი პათოლოგიური პროცესის განვითარება შეიძლება გახდეს. ასეთ დროს საშვილოსნოს კუმშვადუნარიანობის დაქვეითების და მისი ფუნქციური შრის ზრდისა და ჩამოშლის გამო ქალის მენსტრუაციათშორისი პერიოდი მოკლდება. თუ ნორმალური პერიოდი 21-35 დღეს მოიცავს, ჰიპერპოლიმენორეას დროს ეს დრო შეიძლება ორ კვირამდეც კი შემცირდეს. სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო ორგანიზმი სუსტდება. არსებობს რკინადეფიციტური ანემიის განვითარების საფრთხეც.
ჭარბსისხლიანი, ხანგრძლივი მენტრუიციის და საშვილოსნოდან სისხლდენის სამკურნალო ხალხური საშუალებები:
ჭარბსისხლიანი, ხანგრძლივი მენტრუიციის და საშვილოსნოდან სისხლდენის სამკურნალო ხალხური საშუალებები:
- ბროწეულის ყვავილი აჩერებს თვიურს და სისხლიან შარდვას, აჩერებს ყველა სახის სისხლდენას, სასარგებლოა ფეხმძიმობის დროს.
- ძახველის 10 ცალ კენკრას დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. დაბალ ცეცხლზე, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 4 ჩ/კ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წთ. დაბალ ცეცხლზე, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 20 გრ თავსისხლას ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წთ. დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- ძლიერი სისხლდენის და მშობიარობის შემდეგ სისხლიანი გამონაყოფის შესაჩერებლად ქალმა უნდა დალიოს იორდასალამის 10 ცალი და დააყოლოს ღვინო.
- დილხამის მიწისზედა ნაწილის ფხვნილს შეურიეთ თაფლი - ეს საშუალება აჩერებს სისხლდენას. მიიღეთ 1 გრ, 3 - ჯერ დღეში, 3 დღის განმავლობაში.
- თვიურს და საშვილოსნოდან სისხლდენას აჩერებს დაფნის ნახარშის მიღება.
- აურიეთ კვერცხის ცილა და ლიმონის მჟავა და მიიღეთ ერთჯერადად. 2 - 3 - ჯერ დღეში მიიღეთ ძლიერი და ხანგრძლივი სისხლდენის დროს.