მოიშორეთ პიგმენტური ლაქები ეფექტური საშუალებებით

მოიშორეთ პიგმენტური ლაქები  ეფექტური საშუალებებით
ქლოაზმა მიეკუთვნება კანის დაავადებას ორგანული მელადორმიის ჯგუფიდან, ვლინდება მკვეთრად შემოფარგლული ლაქების სახით რომლებსაც აქვთ ყავისფერი შეფერილობა. განლაგება უმეტესად სიმეტრიულია. ხშირად გვხვდება ფეხმძიმეებში, და შეიძლება დარჩეს ხანგრძლივად მშობიარობის შემდეგ. ქლოაზმა შეიძლება განვითარდეს ფეხმძიმობისგან დამოუკიდებლად, სასქესო ორგანოების ანთებით პროცესების დროს ( ადნექსიტი, მეტრიტი და ა.შ. ) ქალებს და კაცებს პიგმენტაცია შეიძლება განუვითარდეთ ღვიძლის დაავადების ან ჰელმინთოზის დროს.

რეცეპტები:
  • ლაქას გასაუფერულებლად იყენებენ სპირტს, პასტებს და მალამოებს. პერეჰიდროლის 15 - 25 % ხსნარს.

  • ლიმონის წვენის ხშირი წასმა კარგად აუფერულებს პიგმენტურ ლაქას და ჭორფს.

  • მჟავე კომბოსტოს წვენს უსვამენ ლაქას და ჭორფლს გასაუფერულებლად.

  • ძახველის წვენი და კვერცხის ცილა შეურიეთ ( 1:1 თანაფარდობით) გააჩნია გამათეთრებელი ეფექტი ლაქაზე.

  • პიგმენტური ლაქის დროს: 2 ს/კ 3 % - იანი წყალბადის ზეჟანგი 1 ს/კ ლიმონის წვენი, მარლას ასველებენ და ნიღაბივით აფარებენ 15 - 20 წთ. ყოველდღიურად, სრულ გაქრობამდე.

  • კანის გასათეთრებლად კარგი ეფექტი აქვს: წითელი მოცხარის ნაყოფი (დასრესილი ) 1 ჩ/კ თაფლთან, კარგად შეურიეთ, მიღებული მასა ედება სახეზე ნიღაბის სახით 30 წთ. ჩამოიბანება ლიმონის წვენიანი წყლით.

  • წითელი მოცხარის ნაყოფი კეთდება სახეზე ნიღაბის სახით 10 - 15 წთ, ყოველდღიურად პიგმენტის და ჭორფლის გაქრობამდე.

  • პიგმენტაციის დროს შავი მოცხარის წვენით გაიწმინდეთ სახე.

  • მათეთრებელი ეფექტი აქვს: ტომატის წვენისა და რძის (1:1) ნარევით გაწმენდას.

  • კანს კარგად ათეთრებს კარტოფილის სახამებელი იმავე რაოდენობით ლიმონის წვენთან შერეული.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი