ყურის გოგირდი უამრავ რამეს მოგითხრობთ თქვენს ჯანმრთელობაზე. მიაქციეთ ყურადღება მის ფერს.

ყურის გოგირდი უამრავ რამეს მოგითხრობთ თქვენს ჯანმრთელობაზე. მიაქციეთ ყურადღება მის ფერს.
ძალიან ცოტა ადამიანი თუ აქცევს ყურადღებას საკუთარი ყურის გოგირდის ფერს. როგორც აღმოჩნდა, გოგირდის ფერის ცვლილება შეიძლება იყოს სხვადასხვა სერიოზული დაავადებების განვითარების სიმპტომი.

ჯანსაღი ადამიანის ყურის გოგირდს სპილენძისფერი შეფერილობა აქვს და იყოფა ორ ტიპად: მშრალი და ტენიანი. ტიპი პირდაპირკავშირშია მემკვიდრეობითობასთან. მაგალითად, თუ თქვენ ABCC11 გენის მატარებელი ხართ, თქვენი ყურის გოგირდი მშრალი ტიპის იქნება. თუ გენის პირველი ასო-ბგერა არის G (მაგ: GBCC11), თქვენი ყურის გოგირდი ტენიან ტიპს მიეკუთვნება.



ყურის გოგირდს გამოიმუშავებს 200 000-ზე მეტი ცხიმოვანი ჯირკვალი. გარდა ამისა, მას ემატება თმის პატარა ღერები, კანის მკდარი უჯრედები და სხვა ნარჩენები.



მეცნიერების ნაწილის მტკიცებით, გოგირდი წარმოადგენს არა მხოლოდ ბუნებრივ საპოხს, არამედ მას აკისრია პათოეგენური ბაქტერიებისგან და მიკროორგანიზმებისგან სასმენი აპარატისა და მთელი ორგანიზმის დაცვის ფუნქცია.



ყურის გოგირდი

  1. მუქად შეფერვა
    ყურის გოგირდის გამუქება სულაც არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის და არ მიგვითითებს რაიმე კონკრეტული დაავადების არსებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ მოვლენას თან ცხვირიდან ხშირი სისხლდენა ახლავს, დიდი ალბათობით საქმე რანდიუ-ოსლერის სინდრომის განვითარების საწყის სტადიასთან გვაქვს. ეს გენეკიტური დაავადებაა, რომელიც იკურნება რკინის შემცველი პრეპარატების მიღებით.



  2. თხევადი მოყვითალო შეფერილობის გოგირდი
    ეს უსიამოვნო მოვლენა ყურის არხში მიმდინარე ჩირქოვან პროცესებზე მიგვითიტებს. გოგირდის გათხევადებისა და ყვითლად შეფერვის პარალელურად პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: სხეულის მომატებული ტემპერატურა, ლიმფური კვანძების გადიდება, ორგანიზმის დასუსტება. პირველი, რაც ასეთ შემთხვევაში უნდა მოიმოქმედოთ, სპეციალისტთან კონსულტაციის გავლაა.



  3. შავი გოგირდი
    ყურის გოგირდის შავად შეფერვა ხშირ შემთხვევაში სულაც არ წარმოადგენს მიზეზს მშფოთვარებისთვის. სავსებით შესაძლებელია ამის მიზეზი ყურის არხის უბრალო დაბინძურება იყოს. იმ შემთხვევაში, თუ მსგავს ანომალურ მოვლენას რეგულარულად განიცდით და მას ერთჯერადი სახე არ აქვს, მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის, რადგან ეს მოვლენა სავსებით შესაძლებელაი სოკოს სპორებმაც განაპირობოს. ასეთ დროს პაციენტს აწუხებს ქავილის აუტანელი შეგრძნება. ექიმები მოცემული უსიამოვნო მოვლენის სამკურნალოდ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს ნიშნავენ.



  4. გოგირდის ნაცისფრად შეფერვა
    ყველაზე ხშირად ფერში ასეთი ცვლილების გამომწვევი მიზეზი უბრალო მტვერია. ყურის გოგირდის ნაცისფრად შეფერვა ყველაზე გავრცელებული დიდ და განვითარებულ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებშია. თუ ამ მოვლენას რაიმე უსიამოვნო სიმპტომი არ ახლავს, ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ.



  5. ყურის გოგირდის გაღიავება
    ასეთი ცვლილება განპირობებულია ორგანიზმში რკინისა და სპილენძის დეფიციტით. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა და მისი დანიშნულების მიხედვით გარკვეული ზომების მიღება.



გახსოვდეთ, აცუილებლად დაუთმეთ საკმარისი ყურადღება იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც ჩვენი ორგანიზმი საჭიროების შემთხვევაში გვაწვდით. თქვენ შეგიძლიათ უამრავი დაავადების თავიდან არიდება, თუ შესაბამის ზომებს დროულად მიიღებთ.